გაქვთ შეკითხვები? მოგვწერეთ

შეტყობინებებში შეურაცხყოფას მაყენებენ. რა გავაკეთო?

სტატია განახლდა 30.08.2021
ჩვენს საიტზე შეურაცხყოფა და სპამი აკრძალულია. ის შექმნილია მეგობრული ურთიერთობისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის! თუ ვინმემ შეურაცხმყოფელი შეტყობინება გამოგიგზავნათ, თამამად უჩივლეთ ამ მომხმარებელს. ამის გაკეთება ძალიან მარტივია:
  1. დააჭირეთ სამ ვერტიკალურ წერტილს იმ შეტყობინების/კომენტარის გვერდით, რომელმაც შეურაცხგყოთ;
  2. დააჭირეთ გამოჩენილ ღილაკს „სპამი“;
  3. არჩევანის დასადასტურებლად დააჭირეთ ღილაკს „ჩივილი“.
სულ ესაა!
ნუ ინერვიულებთ, თუ აღმოაჩენთ, რომ მომხმარებელი მაშინვე არ დაიბლოკა.
საიტზე არსებობს დამრღვევებთან ბრძოლის განსაკუთრებული სისტემა. ის ძალიან რთულია და საიდუმლოდ ინახება (რათა დამრღვევებმა არ შეიტყონ, თუ როგორ მუშაობს ის). მთავარი ის არის, რომ ყველა საჩივარი საგულდაგულოდ მოწმდება და არცერთი ბოროტმოქმედი არ დარჩება დაუსჯელი.
სხვათა შორის, თქვენ შეგიძლიათ არასასიამოვნო მომხმარებელი დაამატოთ შავ სიაში, ამგვარად, ის ვეღარ შეძლებს მოგწეროთ შეტყობინებები, დაათვალიეროს თქვენი პროფილი და გამოგიგზავნოთ საჩუქრები. თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
იყო ეს პასუხი სასარგებლო? 
დიახ
არა