ყურადღება! თუ თქვენ ქმნით პერსონალურ გვერდს, შედიხართ თქვენს პერსონალურ გვერდზე ან ნებისმიერი სხვა ლიცენზიატის გვერდზე სოციალურ ქსელში „OK“, ანდა ტვირთავთ ან აკოპირებთ მასში განთავსებულ ნებისმიერ კონტენტს, ანდა სხვაგვარად იყენებთ სოციალურ ქსელს, ამით თქვენ ახდენთ წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმების აქცეპტირებას და ადასტურებთ თქვენს თანხმობას მის ყველა პირობაზე რაიმე შეზღუდვის გარეშე.

წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმება (შემდგომში „შეთანხმება“), არეგულირებს ურთიერთობას, შემდგომში „ლიცენზიარად“ წოდებულ შპს “VK“-სა, და თქვენს, სოციალური ქსელის ლიცენზიატს (შემდგომში „ლიცენზიატი“) შორის, სოციალური ქსელით სარგებლობასთან მიმართებაში.“

სოციალური ქსელის გამოყენებით, თქვენ აგრეთვე ეთანხმებით OK სოციალური ქსელის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ბმულზე: https://ok.ru/privacy.

1. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები

1.1. სოციალური ქსელი – სოციალური ქსელი ცნობილი OK-ის სახელით, განთავსებული ინტერნეტის ქსელში მისამართზე: (odnoklassniki.ru ან ok.ru) და ხელმისაწვდომი ლიცენზიატისთვის საიტიდან, საიტის მობილური ვერსიიდან, აპლიკაციიდან ან სხვა რესურსებიდან, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს ეგმ-ის პროგრამის ფორმით. სოციალური ქსელი წარმოდგენილია იმ მონაცემებისა და ბრძანებების, ასევე მის მიერ წარმოქმნილი აუდიოვიზუალური გამოსახულებების ერთობლიობის ობიექტური ფორმით (მათ შორის, მის შემადგენლობაში შემავალი გრაფიკული გამოსახულებები და სამომხმარებლო ინტერფეისი), (შემდგომში – მონაცემები და ბრძანებები), რომლებიც განკუთვნილია ეგმ-ისა და მობილური მოწყობილობების ფუნქციონირებისთვის, განსაზღვრული შედეგის მიღების მიზნით სოციალური ქსელის ფუნქციონალის ორგანიზების სახით. მონაცემებისა და ბრძანებების ერთობლიობა შედგება აქტივირებული და არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებებისაგან.

სოციალური ქსელი საშუალებას აძლევს ლიცენზიატებს ინტერნეტის მსოფლიო ქსელზე წვდომის შემთხვევაში, შექმნან პერსონალური გვერდები და გაეცნონ სხვა ლიცენზიატების პერსონალურ გვერდებს, განახორციელონ ინფორმაციის შინაარსობრივი ძიება სხვა ლიცენზიატების შესახებ, ცვალონ პირადი შეტყობინებები სხვა ლიცენზიატებთან, შექმნან ჯგუფები და თანამეგობრობები და შეუერთდნენ უკვე არსებულ ჯგუფებს და თანამეგობრობებს, განათავსონ, დააკოპირონ და ჩამოტვირთონ ფოტოსურათები და სხვა შიგთავსი, ისარგებლონ სოციალური ქსელის სხვა ფუნქციური შესაძლებლობებით. მონაცემებითა და ბრძანებებით (აქტივირებული და არააქტივირებული) სარგებლობის უფლებას ლიცენზიარი გადასცემს ლიცენზიატს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე.

სოციალური ქსელის ოპერირება და მომსახურება, მათ შორის, ტექნიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, ხორციელდება მხოლოდ ლიცენზიარის მიერ და წარმოადგენს მის ვალდებულებას (წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის დებულებების გათვალისწინებით), რომელიც ლიცენზიატისთვის უფლებების მინიჭების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ლიცენზიატების მონაწილეობა სოციალურ ქსელში ხორციელდება ინტერაქტიულ (ონლაინ) რეჟიმში, ლიცენზიატის ინტერნეტის მსოფლიო ქსელთან დაკავშირების გზით. ლიცენზიარი არის საკმარისი მოცულობის უფლებების მფლობელი სოციალურ ქსელზე, როგორც ეგმ-ის პროგრამაზე და მის ყველა შემადგენელ ნაწილზე, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივად, ასევე მის მიერ წარმოქმნილ აუდიოვიზუალურ ელემენტებზე, იმ შიგთავსის გამოკლებით, რომელიც არ არის განთავსებული სოციალურ ქსელში ლიცენზიარის მიერ და რომლის ელემენტებზე უფლებები შეიძლება ეკუთვნოდეს მესამე პირებს. ლიცენზიარს აქვს უფლება განახორციელოს სოციალური ქსელის გამოყენება, ოპერირება, გავრცელება შესაბამის ტერიტორიებზე, სადაც ის უზრუნველყოფს მის გამოყენებას, ოპერირებას და გავრცელებას.

1.2. ლიცენზიარი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „VK“, რომელიც წარმოუდგენს ლიცენზიატს სოციალური ქსელით სარგებლობის უფლებას არაექსკლუზიური ლიცენზიის საფუძველზე და ახორციელებს სოციალური ქსელის საყოველთაოდ მიწოდებას, გავრცელებას, ოპერირებას, მომსახურებას, ადმინისტრირებას. ლიცენზიარი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს.

1.3. ლიცენზიატი – ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია უფლება- და ქმედითუნარიანობა წინამდებარე ხელშეკრულების დასადებად, რომელიც არის სოციალური ქსელის მონაწილე, და რომელსაც, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, ეძლევა უფლება ისარგებლოს სოციალური ქსელით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით. ლიცენზიატი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების მხარეს.

1.4. შიგთავსი – სოციალურ ქსელში განთავსებული დიზაინის ელემენტები, ილუსტრაციები, გრაფიკული გამოსახულებები, ფოტოსურათები, სკრიპტები, ტექსტები, ვიდეოები, მუსიკა, ხმები და სხვა ობიექტები, რომლებიც წარმოადგენენ, მათ შორის, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს, რომელთა გამოყენების უფლებებიც შეიძლება ეკუთვნოდეს ლიცენზიარს, ლიცენზიატებს ან სხვა პირებს.

1.5. დანართები – ლიცენზიარის მიერ ან მისი ნებართვით მესამე პირების მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ეგმ-ის პროგრამები (თამაშები, ელექტრონული სერვისები და ა.შ.) ან მათი ელემენტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენებოდეს ლიცენზიატის მიერ სოციალური ქსელის ფარგლებში, სოციალური ქსელის ძირითად ფუნქციებთან ერთად. ლიცენზიატის მონაწილეობა დანართებში ხორციელდება მესამე პირებთან ცალკეული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით.

1.6. პერსონალური გვერდი – სოციალური ქსელის განყოფილება, რომელიც შეიცავს ლიცენზიატის ანგარიშში განთავსებული ინფორმაციის ნაწილს (მათ შორის, ლიცენზიატის სურვილით, ფოტოსურათებს, ცნობებს მეგობრების, სტატუსების, ჯგუფების, თანამეგობრობების შესახებ და სხვას), ხელმისაწვდომი სხვა ლიცენზიატების და ასევე ინტერნეტის ქსელის სხვა მომხმარებლის მიერ გასაცნობად. პერსონალური გვერდი გამოიყენება ლიცენზიატის მიერ პირადი შეტყობინებების მიმოცვლის მიზნით, სხვა ლიცენზიატების მეგობრებში დამატების მიზნით და სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის. პირად გვერდზე წვდომა შეიძლება შეიზღუდოს ლიცენზიატის მიერ სხვა მომხმარებლებისთვის, სოციალური ქსელის მისაწვდომი ფუნქციონალის ფარგლებში, ან ლიცენზიარის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

1.7. ლიცენზიატის ანგარიში (ანგარიში) – ლიცენზიატის სააღრიცხვო ჩანაწერი, რომელიც იქმნება სოციალურ ქსელში რეგისტრაციის მომენტში და საშუალებას აძლევს ლიცენზიარს, აღრიცხოს თითოეული ლიცენზიატი და მიანიჭოს მათ სოციალური ქსელით სარგებლობის უფლებები უნიკალური ლოგინისა და პაროლის მეშვეობით. ანგარიშზე წვდომის ლოგინი და პაროლი განისაზღვრება ლიცენზიატის მიერ, დამოუკიდებლად, სოციალურ ქსელში რეგისტრაციისას და მას შეუძლია შეცვალოს ისინი იმ წესების შესაბამისად, რომლებიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულებაში ან განყოფილებაში „დახმარება“ სოციალური ქსელის გვერდზე.

1.8. პირადი შეტყობინებები – ელექტრონული შეტყობინებები, რომლებსაც გადასცემს ერთი ლიცენზიატი მეორეს და ისინი მიუწვდომელია სხვა პირებისთვის, რომლების გაგზავნაც ხორციელდება ლიცენზიატის პერსონალური გვერდის გამოყენებით.

1.9. ანაზღაურება – ლიცენზიარისთვის გადახდილი საფასური ლიცენზიატისთვის არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების მინიჭებისთვის, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ლიცენზიარის მიერ და დამოკიდებულია არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების მოცულობაზე, რომელთა გამოყენების უფლებაც გადაეცემა ლიცენზიატს.

სოციალური ქსელის წესებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სხვა პირობები არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების მისაღებად, ასევე მათი გამოყენების შესაზღუდად. ლიცენზიატს შეუძლია გაეცნოს მითითებულ წესებს სოციალური ქსელის შესაბამის განყოფილებებში.

1.10. სალიცენზიო ხელშეკრულება – ლიცენზიარსა და ლიცენზიატს შორის გასაფორმებელი წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც შეიცავს სალიცენზიო ხელშეკრულების ყველა სავალდებულო და მნიშვნელოვან პირობას სოციალური ქსელის, მათ შორის, არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების მინიჭებისთვის. წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ასევე, ლიცენზიატის ქცევის წესები ან ლიცენზიატის მიერ გარკვეული მოქმედებების შესრულების წესები, ასევე ანაზღაურების გადახდის პირობები და სოციალური ქსელის გამოყენების ნებისმიერი სხვა წესი, რომლებიც განთავსებულია ლიცენზიარის მიერ სოციალური ქსელის შესაბამის გვერდებზე, მათ შორის განყოფილებაში „დახმარება“, საიტის მობილური ვერსიისა და ლიცენზიარის დანართების ჩათვლით.

2. მოცემულ ხელშეკრულებასთან შეერთების პირობები

2.1. სანამ დაიწყებს სოციალური ქსელის გამოყენებას, ლიცენზიატი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ ხელშეკრულებას და ასევე სოციალური ქსელის ყველა წესს და სხვა დოკუმენტს, რომლებიც განთავსებულია სოციალური ქსელის/საიტის შესაბამის განყოფილებებში.

2.2. სავალდებულო ველების შევსებისა და წინამდებარე ხელშეკრულების გაცნობის შემეგ, ლიცენზიატი უერთდება (იღებს) წინამდებარე ხელშეკრულებას, ღილაკზე „დარეგისტრირება“ ან ანალოგიურ ღილაკზე დაჭერით, რაც რფ სამოქალაქო კოდექსის 435 და 438 მუხლების შინაარსის თანახმად წარმოადგენს ლიცენზიარის ოფერტის მიღებას (აქცეპტს), რაც ნიშნავს ხელშეკრულების დადებას, რომელიც ავალდებულებს ლიცენზიატს დაიცვას ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სოციალური ქსელის წესები.

2.3. ანგარიშის რეგისტრაციის გარეშე სოციალური ქსელის ფაქტიური გამოყენება, რეგისტრაციის გარეშე ხელმისაწვდომი ფორმით და მოცულობით, ასევე წარმოადგენს მოცემული ხელშეკრულების აქცეპტს.

2.4. სოციალურ ქსელში რეგისტრაციისას, ლიცენზიანტი ადასტურებს, რომ მიაღწია რეგისტრაციისთვის დაშვებულ ასაკს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და/ან მიიღო საჭირო თანხმობები (მაგალითად, მშობლებისგან) მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, მათ შორის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის პირობების შესრულების მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ ქსელში რეგისტრაცია და მისი გამოყენება აკრძალულია.

3. ხელშეკრულების საგანი

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, ლიცენზიარი აძლევს ლიცენზიატს, მარტივი არაექსკლუზიური ლიცენზიის საფუძველზე, სოციალური ქსელის გამოყენების უფლებას, მათ შორის, უფლებას, გამოიყენოს აქტივირებული და არააქტივირებული მონაცემები და ბრძანებები, იმ ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია მოცემული ხელშეკრულებით.

3.2. აქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება ლიცენზიატს უფასოდ ენიჭება.

3.3. არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება ლიცენზიატს ენიჭება ანაზღაურების სანაცვლოდ, თუ ლიცენზიარს მისი მიღების სხვა ხერხი არ აქვს გათვალისწინებული.

4. სოციალური ქსელის გამოყენების საზღვრები

4.1. ლიცენზიატს აქვს უფლება, გამოიყენოს სოციალური ქსელი შემდეგნაირად:

4.1.1. გამოიყენოს სოციალური ქსელის ფუნქციონალი, მათ შორის, მიიღოს მონაწილეობა სოციალური ქსელის ფორმირებაში ანგარიშის და პერსონალური გვერდის შექმნის გზით და ამგვარი მონაწილეობის პროცესში, შეცვალოს სოციალური ქსელის შინაარსი და ანგარიშის პერსონალური პარამეტრები ინფორმაციისა და შიგთავსის განთავსების და დამუშავების, სხვა ლიცენზიატებთან ურთიერთქმედების მეშვეობით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4.1.2. გამოიყენოს სოციალური ქსელის ელემენტები, მასში განთავსებული ინფორმაციის და შიგთავსის სახით, პირადი მოხმარებისთვის, პერსონალური კომპიუტერის და/ან მობილური მოწყობილობის მეხსიერებაში კოპირების (ჩამოტვირთვის) გზით. იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსის ელემენტები წარმოადგენენ საავტორო უფლებების ობიექტს ან სხვა ლიცენზიატების ან მესამე პირების პირად გამოსახულებებს (ფოტოსურათებს), ლიცენზიატი, მათი ასეთი გამოყენებისას, ვალდებულია დამატებით მიიღოს ასეთი პირების თანხმობა;

4.2. ლიცენზიატს ეკრძალება:

4.2.1. გამოიყენოს, გაავრცელოს, დაამუშაოს კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის სოციალური ქსელის ელემენტები, რომლებიც წარმოადგენენ ლიცენზიარის, სხვა ლიცენზიატების ან მესამე პირების საავტორო უფლებების ობიექტს, მოცემული მოქმედებების შესრულებაზე შესაბამისი უფლებების მფლობელების ნებართვის გარეშე;

4.2.2. გამოიყენოს დიზაინის ან სოციალური ქსელის სამომხმარებლო ინტერფეისის ელემენტები საიტების შექმნისას ან ინტერნეტის ქსელში ან მის გარეთ ნებისმიერი კომერციული საქმიანობის წარმართვისას;

4.2.3. გაავრცელოს სოციალურ ქსელში ან მის გარეთ, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის, აუდიოვიზუალური გამოსახულებები და სხვა ლიცენზიატების სოციალურ ქსელში არსებული სააღრიცხვო მონაცემები, ამ ლიცენზიატების ნებართვის გარეშე;

4.2.4. გადასცეს სოციალური ქსელის გამოყენების ლიცენზიატისთვის მინიჭებული უფლებები სხვა ლიცენზიატებს ან მესამე პირებს, სუბლიცენზიური ხელშეკრულების დადების გზით ან სხვა ხერხით;

4.2.5. დაარღვიოს სოციალური ქსელის გამოყენების წინამდებარე ხელშეკრულებით დამტკიცებული (განყოფილება 5) წესები.

5. სოციალური ქსელის გამოყენების წესები

5.1. სოციალური ქსელის გამოყენებისთვის ლიცენზიატი ანგარიშის შექმნის გზით რეგისტრირდება სოციალურ ქსელში. სოციალურ ქსელში შესვლისათვის ლიცენზიატის მიერ ფორმირდება უნიკალური საავტორიზაციო მონაცემები – ლოგინი და პაროლი, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა მოქმედი კანონმდებლობით და/ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პაროლის დაკარგვის გამო ლიცენზიატის ანგარიშზე თაღლითური და უკანონო ქმედებების განხორციელების რისკი ეკისრება ლიცენზიატს. ლიცენზიატისთვის რეკომენდებულია, აირჩიოს საკმარისი სირთულის პაროლი, იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მესამე პირების მიერ მისი მითვისების შესაძლებლობა.

5.1.1. სოციალურ ქსელში რეგისტრაცია და/ან ავტორიზაცია შესაძლოა VK ID-ის გამოყენებით, რომელიც არის VK-ის ეკოსისტემის ხელსაწყო. VK-ის ეკოსისტემა წარმოადგენს მომხმარებლების, ეკოსისტემაში შემავალი სერვისების და სპეციალიზებული ხელსაწყოების საერთო ურთიერთქმედების სივრცეს, რომლებიც მოწოდებულია აამაღლოს ჩვეულებრივი სამომხმარებლო სერვისების გამოყენების მოხერხებულობა. ხელსაწყო VK ID, რომელსაც უზრუნველყოფს შპს „VKontakte“ (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 1079847035179, ადგილის მისამართი: 191024, სანქტ-პეტერბურგი, ხერსონის ქ., ს. 12–14, ლიტ. ა, ოფის. 1-ნ), იძლევა მომხმარებლის რეგისტრაციის და/ან ავტორიზაციის განხორციელების საშუალებას სერვისებში, ასრულებს VK-ის ეკოსისტემაში მომხმარებლის ანგარიშის შექმნის და მხარდაჭერის ფუნქციას, უზრუნველყოფს მომხმარებელ VK-ის ეკოსისტემაში ანგარიშის მონაცემების უსაფრთხო ერთიანი მართვის ფუნქციონალობას და ასევე VK-ის ეკოსისტემაში მომხმარებლის ანგარიშში მომხმარებლის სასურველი სერვისების ჩართვასა და გამორთვას, VK-ის ეკოსისტემის მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიზნით. სოციალურ ქსელში რეგისტრაცია და/ან ავტორიზაცია VK ID-ის მეშვეობით ნიშნავს დათანხმებას VK-ის ეკოსისტემის სამომხმარებლო ხელშეკრულებას, რომლების განთავსებულია ღია წვდომაში ინტერნეტის ქსელში მისამართზე: https://id.vk.com/terms და VK-ის ეკოსისტემის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ღია წვდომაში ინტერნეტის ქსელში მისამართზე: https://id.vk.com/privacy, წინამდებარე შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

5.2. ლიცენზიატის სააღრიცხვო და სხვა მონაცემები მუშავდება ლიცენზიარის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების სათანადო შესრულების მიზნით პირობებით და წესის შესაბამისად, რომელიც მითითებულია OK სოციალური ქსელის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ბმულ ზე: https://ok.ru/privacy.

5.3. ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ ლიცენზიატს აქვს უფლება განახორციელოს ანგარიშის, პერსონალური გვერდის და სოციალური ქსელის სხვა ელემენტების შიგთავსით შევსება, ფოტოსურათების და სხვა მასალების დამატება უზრუნველყოფილი ფუნქციონალის შესაბამისად, თანამეგობრობებში გაწევრიანება და ლიცენზიარის მიერ უზრუნველყოფილი სხვა ფუნქციების გამოყენება სოციალური ქსელის მოხმარებისას, წინამდებარე ხელშეკრულების წესების დაცვის პირობით.

5.4. ლიცენზიატი დამოუკიდებლად განსაზღვრავს პირობებს და უზრუნველყოფს პირთა შეუზღუდავ წრისთვის მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას, მათ შორის, სოციალური ქსელის სტანდარტული ფუნქციონალის დარეგისტრირებით და გამოყენებით, ასევე პრივატულობის პარამეტრების და მისი პერსონალური გვერდის ხილვადობის არჩევით. ლიცენზიატისთვის მოწოდებული სოციალური ქსელის ფუნქციონალის ფარგლებში. ლიცენზიარი არ ახორციელებს ლიცენზიატის ამგვარი არჩევნის ინიცირებას და არ ზემოქმედებს მასზე, ასევე არ ისახავს მიზნად მიიღოს ლიცენზიატისგან ნებართვა მისი პირადი მონაცემების გავრცელებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომელიც უზრუნველყოფილია ლიცენზიატის მიერ პირთა შეუზღუდავი წრისთვის, ხორციელდება ლიცენზიარის მიერ შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად.

5.5. სოციალურ ქსელში შესვლა იმ ლიცენზიატის მიერ, რომელსაც დარეგისტრირებული აქვს ანგარიში, ყოველ ჯერზე ხორციელდება ავტორიზაციის პროცედურის გავლის გზით – ლიცენზიატის ლოგინისა და პაროლის შეყვანით, ელექტრონული ფოსტით მიღებულ ჰიპერბმულზე გადასვლით, cookies ტექნოლოგიის გამოყენებით ავტომატური ავტორიზაციის შედეგად და სხვა ხელმისაწვდომი და ლიცენზიარის მიერ ნებადართული ხერხებით.

5.6. პირი, რომელიც ავტორიზებულია სოციალურ ქსელში, ითვლება ანგარიშის სათანადო მომხმარებლად, რომლის გამოყენების და მართვის უფლებაც მიღებული იყო ასეთი ავტორიზაციის შედეგად, თუ არ არსებობს სხვა რამის დამადასტურებელი მონაცემები.

5.7. ლიცენზიატის მიერ სოციალური ქსელის გამოყენებისას, შეიძლება იყოს გამოყენებული ტექნოლოგია cookies ლიცენზიატის სოციალურ ქსელში ავტომატური ავტორიზაციის მიზნით და ასევე სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, კერძოდ სოციალურ ქსელში შესვლის შესახებ.

5.8. ლიცენზიატს აქვს უფლება შეზღუდოს ან აკრძალოს cookies ტექნოლოგიების გამოყენება ბრაუზერის შესაბამისი პარამეტრების გამოყენების გზით.

5.9. პაროლის დაკარგვის, ანგარიშის დაბლოკვის ან სხვა მიზეზების გამო ავტორიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ლიცენზიატს აქვს უფლება, მიმართოს ლიცენზიარის მხარდაჭერის სამსახურს, ან მიჰყვეს ინსტრუქციებს, რომლებიც განთავსებულია სოციალური ქსელის განყოფილებაში „დახმარება“ ან სხვა განყოფილებებში. ანგარიშზე წვდომის აღდგენის, ლიცენზიატის ავტორიზაციის საშუალებები შეიძლება შეიცვალოს, გაუქმდეს ან შეივსოს ცალმხრივად, ლიცენზიარის მიერ.

5.10. ლიცენზიარი ახორციელებს კომერციული თვალსაზრისით გონივრულ ძალისხმევას სოციალური ქსელის 24-საათიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, თუმცა არ იძლევა გარანტიას, რომ არ იქნება ტექნიკურ ხარვეზებთან, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული შეფერხებები და ასევე არ იძლევა დანართების სრული ან ნაწილობრივი გამართულობის გარანტიას. ლიცენზიარი არ იძლევა გარანტიას, რომ სოციალური ქსელი ან მისი ნებისმიერი ელემენტი იმუშავებს ნებისმიერ კონკრეტულ დროს მომავალში ან რომ ისინი არ შეწყვეტენ მუშაობას.

5.11. სოციალური ქსელი, ყველა სკრიპტის, აპლიკაციის, შიგთავსის და მისი გაფორმების, მობილური ვერსიის გაფორმების ჩათვლით, მიეწოდება „როგორც არის“. ლიცენზიარი არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ სოციალური ქსელი ან მისი ელემენტები შეიძლება შეესაბამებოდეს გამოყენების კონკრეტულ მიზნებს. ლიცენზიარი არ იძლევა სოციალური ქსელის ან მისი ელემენტების გამოყენებისას რაიმე სპეციფიური შედეგების მიღების გარანტიას და პირობას. ლიცენზიარი არ იძლევა გარანტიას, რომ შიგთავსი და დანართები, განთავსებული სოციალურ ქსელში, მათ შორის სხვა ლიცენზიატების მიერ, შეესაბამება ლიცენზიატის ინდივიდუალურ წარმოდგენებს მორალსა და ზნეობაზე.

5.12. სოციალური ქსელის გამოყენებისას, ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები შიგთავსთან, განსაკუთრებით სხვა ლიცენზიატების მიერ განთავსებულ შიგთავსთან, სხვა მასალებთან და ინფორმაციასთან მიმართებაში; სოციალურ ქსელში განთავსებულ ჰიპერბმულებზე გადასვლისას, ნებისმიერი ფაილის, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისას, კომპიუტერზე მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ნეგატიური ზემოქმედების, ანგარიშზე არაკეთილსინდისიერი წვდომის, პაროლის მითვისების და ლიცენზიატისთვის სხვა ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

5.13. ლიცენზიატი, სოციალურ ქსელში შიგთავსის განთავსებისას, აძლევს ლიცენზიარს უფლებას, გამოიყენოს შიგთავსი მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელის ფუნქციონირების მიზნებისთვის, ამისათვის საჭირო საშუალებებით. ლიცენზიატი, სოციალურ ქსელში შიგთავსის განთავსებისას, აძლევს ლიცენზიარებს არაექსკლუზიურ უფლებას, გამოიყენოს შიგთავსი მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელის მიერ უზრუნველოფილი ფუნქციონირების ფარგლებში დათვალიერების და დაკვრის გზით (მათ შორის, კოპირების) და ასევე სხვა უფლებებს მხოლოდ პირადი არაკომერციული გამოყენების მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საავტორო უფლებების მფლობელის კანონით დაცულ ინტერესებს. ლიცენზიატი, GIF-გამოსახულებების პერსონალურ გვერდზე განთავსებისას, ასევე ფოტოების და GIF-გამოსახულებების გამოყენებისას სოციალური ქსელის ღია ჯგუფებში, რომლებსაც აქვს ღია ბარათების შექმნის ფუნქცია, გადასცემს სხვა ლიცენზიატებს უფლებას გამოიყენონ ასეთი ფოტოები და GIF-გამოსახულებები ღია ბარათების სოციალურ ქსელში შექმნასა და გაგზავნისთვის. ღია ბარათების შექმნის ფუნქციონირების მართვის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ გაიგოთ მისამართზე https://ok.ru/help/kak-ogranichit-sozdanie-otkrytok.

5.14. ლიცენზიატს არა აქვს უფლება ატვირთოს ან სხვა საშუალებებით გაასაჯაროოს (განათავსოს სოციალურ ქსელში, გამოაქვეყნოს სოციალური ქსელის ფარგლებში) შიგთავსი და ლიცენზიატის, ლიცენზიარის და სხვა უფლებების მფლობელი პირების ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები, უფლებების მფლობელი პირის ცხადად გამოხატული თანხმობის და/ან ასეთი მოქმედებებისათვის უფლებების საკმარისი მოცულობის არარსებობის შემთხვევაში.

5.15. სოციალური ქსელიდან ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, შეგროვება, სისტემატიზაცია, შენახვა, გადაცემა კომერციული მიზნებისთვის და/ან სოციალური ქსელის მონაცემთა ბაზის ამოღება კომერციული და არაკომერციული მიზნებისთვის, ან მისი გამოყენება სრულად ან ნებისმიერ ნაწილში ნებისმიერი ხერხით, დაუშვებელია ლიცენზიარის თანხმობის გარეშე. აკრძალულია ავტომატიზირებული სკრიპტების (პროგრამების, ბოტების, კრაულერების და ინფორმაციის ავტომატური შეგროვების სხვა საშუალებების) გამოყენება ინფორმაციის შეგროვებისთვის და (ან) სოციალურ ქსელთან ურთიერთქმედებისთვის, ლიცენზიარის თანხმობის გარეშე.

5.16. საკუთარი პერსონალური გვერდის დამოუკიდებლად წაშლის შემთხვევაში, ლიცენზიატს აქვს უფლება აღადგინოს თავისი პერსონალური გვერდი მისი წაშლის მომენტიდან 183 დღის განმავლობაში.

5.17. ლიცენზიატს აქვს უფლება მიანიჭოს ანგარიშს ან საზოგადოებას/ჯგუფს, რომლის ადმინისტრატორია, მოკლე (ქვედომენის) სახელი. რომელიც ჩაანაცვლებს რიგით id ნომერს ინტერნეტის ქსელში გადამისამართებისას. ქვედომენის სახელის სახით არ შეიძლება იქნას არჩეული სიტყვები და სახელწოდებები, რომელთა გამოყენება აკრძალულია წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმების, მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, უცენზურო ლექსიკა, სახელწოდებები, დარეგისტრირებული, როგორც სასაქონლო ნიშნები (Nice-კლასის მიუხედავად), საფირმო სახელწოდებები და კომერციული აღნიშვნები, თუ ლიცენზიატს არ ეკუთვნის მათზე ექსკლუზიური უფლებები. მოცემული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ლიცენზიარს აქვს უფლება აუკრძალოს ლიცენზიატს მის მიერ მისაკუთრებული ქვედომენის სახელის გამოყენება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს მისი გამოყენების უფლება სათანადო პირს (უფლებამფლობელის წარმომადგენელს).

5.18. ანგარიშის ან საზოგადოების/ჯგუფის გამოუყენლობის (მათში აქტივობის არქონა) 1 (ერთი) და მეტი წლის განმავლობაში, ლიცენზიარი იტოვებს უფლებას გაანთავისუფლოს გვერდის მოკლე (ქვედომენის) სახელი ასეთი სახელის სხვა ლიცენზიატის მიერ შემდგომი გამოყენებისათვის. ამასთანავ, ანგარიშს ან საზოგადოებას/ჯგუფს უმაგრდება id გვერდის ჩვეულებრივი რიგითი ნომერი.

5.19. სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდების, კომერციული აღნიშვნის, პოპულარული ფსევდონიმის, სახელის, სახელის/სახელწოდების მოკლე (ქვედომენის) სახელად გამოყენების შემთხვევაში, ლიცენზიარი უფლებამოსილია მოსთხოვოს ლიცენზიატისაგან ასეთი სახელის გამოყენების დოკუმენტური დადასტურება (თუ ასეთი რამ გამოყენებადია).

6. ლიცენზიარის უფლებები და ვალდებულებები

6.1. ლიცენზიარი ახორციელებს სოციალური ქსელის მიმდინარე მართვას, განსაზღვრავს მის სტრუქტურას, გარეგნობას, ნებას რთავს ან ზღუდავს ლიცენზიატების წვდომას სოციალურ ქსელზე წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების დარღვევისას, ახორციელებს სხვა მის კუთვნილ უფლებებს. ლიცენზიატი ეთანხმება იმას, რომ ლიცენზიარს აქვს უფლება გამოიყენოს პროგრამული საშუალებების (აუდიო/ვიდეოპლეერები) ფუნქციონალური და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოციალური ქსელის ფარგლებში განთავსებული შიგთავსის ასახვას, მისი შეხედულებისამებრ, მათ შორის რეკლამის ასახვის მიზნით.

6.2. ლიცენზიატებს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფის ნაწილში, ლიცენზიატებისთვის სოციალური ქსელის ფარგლებში მოქმედებების დამოუკიდებლად შესრულების უზრუნველყოფის ჩათვლით, ლიცენზიარი გამოდის მხოლოდ და მხოლოდ, როგორც პირი, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი ურთიერთქმედების ტექნიკურ შესაძლებლობას სოციალური ქსელის გამოყენებით. ლიცენზიატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის, გრაფიკული გამოსახულების და სხვა მასალების ასეთ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული გადაცემა, შენახვა და წვდომის უზრუნველყოფა ინტერნეტის ქსელისა და სოციალური ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ხორციელდება ამ მასალების შეუცვლელად და ლიცენზიარის მხრიდან მათ შინაარსზე ზემოქმედების გარეშე.

6.3. ლიცენზიარი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკითხებზე, რომლებიც ეხება სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებას, პარტნიორულ პროგრამებში მონაწილეობას და ა.შ.

6.4. ლიცენზიარს აქვს უფლება:

6.4.1. ნებისმიერ დროს შეცვალოს სოციალური ქსელის გაფორმება და სამომხმარებლო ინტერფეისი, მისი შინაარსი, სოციალური ქსელის მიერ უზრუნველყოფილი ფუნქციების შინაარსი, შეცვალოს ან დაამატოს გამოყენებული სკრიპტები, პროგრამული უზრუნველყოფა, ლიცენზიარის შიგთავსი და სხვა ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ან ინახება სოციალურ ქსელში, ნებისმიერი აპლიკაცია და სერვერული აპლიკაცია, ლიცენზიატისთვის შეტყობინებით და ამის გარეშე;

6.4.2. წაშალოს რაიმე მიზეზის და გაფრთხილების გარეშე ნებისმიერი შიგთავსი, მათ შორის შიგთავსი, რომელიც ლიცენზიარის შეხედულებით არღვევს და/ან შეიძლება არღვევდეს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას (მოქმედი კანონმდებლობა), წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს, სხვა ლიცენზიატების და მესამე პირების უფლებებს, აყენებდეს მათ ზიანს ან ქმნიდეს ზიანის მიყენების საფრთხეს და/ან ემუქრებოდეს მათ უსაფრთხოებას;

6.4.3. საკუთარი შეხედულებისამებრ წაშალოს ნებისმიერი ინფორმაცია (ლიცენზიატის პირადი შეტყობინებების, ლიცენზიატის ფოტოსურათებზე, სტატუსებზე კომენტარების, სხვა ინფორმაციის და მასალების ჩათვლით), მათ შორის, განთავსებული ლიცენზიატის მიერ სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის (მოქმედი კანონმდებლობა) და/ან წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების დარღვევით;

6.4.4. შეაჩეროს, შეზღუდოს ან შეწყვიტოს ლიცენზიატის წვდომა სოციალური ქსელის ყველა ან ნებისმიერ განყოფილებაზე და/ან სოციალური ქსელის ელემენტებზე, პერსონალურ გვერდზე, თანამეგობრობებზე, სოციალური ქსელის ჯგუფებზე, სოციალური ქსელის ფუნქციებზე, მათ შორის აქტივირებულ და არააქტივირებულ მონაცემებსა და ბრძანებებზე, წაშალოს ლიცენზიატის მიერ შექმნილი თანამეგობრობები და ჯგუფები, ნებისმიერ დროს და მიზეზის ახსნის გარეშე, წინაწარი შეტყობინებით ან მის გარეშე, თუ სხვაგვარად პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით;

6.4.5. წაშალოს ლიცენზიატის ანგარიში მისი შეხედულებისამებრ, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიატმა შეასრულა მოქმედება, რომელიც არღვევს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას (მოქმედი კანონმდებლობა) ან წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს;

6.4.6. უზრუნველყოს ლიცენზიატის უფლება, გამოიყენოს არააქტივირებული მონაცემები და ბრძანებები იმ პირობებს შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით და სოციალური ქსელის შესაბამისი განყოფილებებით და/ან სოციალური ქსელის ელემენტებით, დანართების ჩათვლით;

6.4.7. დაუგზავნოს ლიცენზიატებს ლიცენზიარისგან (და/ან ლიცენზიარის პარტნიორების მეშვეობით), სარეკლამო-საინფორმაციო ან სიახლეების ხასიათის შეტყობინებები, მათ შორის ელექტრონული ფოსტის, sms-ების, push-უწყებებით სოციალური ქსელის დანართში, ან სხვა ხელმისაწვდომი ხერხით.
ამასთან, ლიცენზიატს ნებისმიერ დროს, მიზეზის ახსნის გარეშე, შეუძლია უარის თქვას სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე სოციალურ ქსელში მომხმარებლის ანგარიშის შექმნის შემდეგ, შემდეგი გზით:
1) მომხმარებლის მობილური მოწყობილობის პარამეტრების შეცვლის მეშვეობით (საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ინსტრუქცია iOS-ისათვის https://ok.ru/help/3/18/4955 ან Android-ისთვის https://ok.ru/help/3/18/4956) – სოციალური ქსელის დანართში push-უწყებებთან მიმართებაში,
2) ანგარიშის პარამეტრების შეცვლით (სოციალური ქსელის საიტზე განყოფილებაში „უწყებები და შეტყობინებები“ პარამეტრებში უბრალოდ გადადით ბმულზე: https://ok.ru/settings/notifications და ასევე სოციალური ქსელის დანართში განყოფილებაში „უწყებები და შეტყობინებები“ პარამეტრებში) – სოციალურ ქსელში მოვლენების შესახებ უწყებების მიღებასთან მიმართებაში,
3) „გამოწერის გაუქმება“ ღილაკზე დაჭერით ნებისმიერი სარეკლამო წერილის შიგნით – ელფოსტით გამოგზავნილ ელწერილებთან მიმართებაში.

6.4.8. სოციალური ქსელის გამოყენებისას ლიცენზიატებისთვის შენიშვნების გაკეთება, გაფრთხილება, უწყება, ინფორმირება ლიცენზიატების მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობის შესახებ. ლიცენზიარის მიერ ლიცენზიატისთვის სოციალური ქსელით სარგებლობის პროცესში მიცემული მითითებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატისთვის;

6.4.9. მიიღოს ზომები, რომლებიც კანონით არაა აკრძალული, საკუთარი ინტელექტუალური უფლებების დაცვისთვის სოციალურ ქსელთან მიმართებაში;

6.4.10. დაუგზავნოს ლიცენზიატებს საინფორმაციო (სერვისის) შეტყობინებები (უწყებები) ელექტრონული ფოსტის, sms-ების, push-უწყებებით სოციალური ქსელის დანართში, სოციალური ქსელის, ვებ-ბრაუზერის ფუნქციონალის გამოყენებით, ან სხვა ხელმისაწვდომი ხერხით;

6.4.11. გაუგზავნოს სოციალურ ქსელში ლიცენზიატს ქვითრები ლიცენზიატის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ (მათ შორის ანაზღაურების გადახდისას), ლიცენზიატისთვის სოციალურ ქსელში შეტყობინებების გაგზავნის გზით.

6.5. ლიცენზიარი არ განიხილავს და აგვარებს დავებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს ლიცენზიატებს და მესამე პირებს შორის, რომლებმაც ლიცენზიარის ნებართვით განათავსეს სოციალურ ქსელში დანართები, ლიცენზიატების მიერ ამგვარი დანართების გამოყენებისას, თუმცა მისი შეხედულებისამებრ შეუძლია გაუწიოს მათ დახმარება კონფლიქტების მოგვარებაში. ლიცენზიარს აქვს უფლება შეაჩეროს, შეზღუდოს ან შეწყვიტოს ლიცენზიატის წვდომა სოციალურ ქსელზე (სოციალური ქსელის გამოყენების უფლების მოქმედება), იმ შემთხვევაში, თუ სხვა ლიცენზიატ(ებ)ისგან მიიღებს მოტივირებულ საჩივრებს სოციალურ ქსელში მოცემული ლიცენზიატის არაკორექტული ან სამართალდამრღვევი საქციელის გამო.

6.6. ლიცენზიარი იღებს საკუთარ თავზე შემდეგ ვალდებულებებს:

6.6.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში მოყვანილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიატის უფლებები სოციალური ქსელის გამოყენებაზე, არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულებით დაწესებულ საზღვრებში;

6.6.2. აცნობოს ლიცენზიატს საიტზე ინფორმაციის გამოქვეყნების ან სოციალურ ქსელში შეტყობინებების დაგზავნის გზით ან ლიცენზიარისთვის ხელმისაწვდომი სხვა ხერხით წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ.

7. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

7.1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

7.1.1. განახორციელოს ანგარიშის და პერსონალური გვერდის პარამეტრების შეცვლა, შეცვალოს ანგარიშზე წვდომის პაროლი;

7.1.2. განათავსოს ლიცენზიატის ანგარიშში ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, დაამატოს ფოტოსურათები, სტატუსები, შეაფასოს და დააკომენტაროს სხვა ლიცენზიატების ფოტოსურათები და სტატუსები;

7.1.3. განახორციელოს სხვა ლიცენზიატების ძიება ლიცენზიატების თანამეგობრობებში და ასევე ინფორმაციით, რომელიც ცნობილია ლიცენზიატისთვის და შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც განთავსებულია საძიებელი ლიცენზიატის მიერ პერსონალურ გვერდზე;

7.1.4. ლიცენზიატის მიერ მისი პერსონალური გვერდის ფარგლებში მითითებული ტელეფონის ნომრით სხვა ლიცენზიატებისთვის პერსონალური გვერდის რჩევის შესაძლებლობის პარამეტრების შეცვლა;

7.1.5. შექმნას ახალი თანამეგობრობები, ჯგუფები და გაწევრიანდეს უკვე არსებულში, გამოიყენოს სოციალური ქსელის და დანართების ფუნქციები და განათავსოს იქ მასალები შესაბამისად ჯგუფური შიგთავსის განთავსების მოთხოვნებისა, რომლებსაც შეიცავს სოციალური ქსელის შესაბამისი განყოფილება;

7.1.6. გააგზავნოს და მიიღოს პირადი შეტყობინებები, დაამატოს შეტყობინებები ფორუმზე;

7.1.7. შეასრულოს სხვა ლიცენზიატების პერსონალურ გვერდებზე განთავსებული ფოტოსურათების მოდერირება. მოცემული უფლება შეიძლება იყოს რეალიზებული ლიცენზიატების მიერ, რომლებმაც გამოიწერეს მოდერაცია ანგარიშის შესაბამისი პარამეტრების შეცვლის გზით;

7.1.8. შეიძინოს არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება და განახორციელოს ამ უფლებების რეალიზაცია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად;

7.1.9. განახორციელოს სხვა მოქმედებები, რომლებიც არ არის აკრძალული რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით (მოქმედი კანონმდებლობით) ან წინამდებარე ხელშეკრულებით და რომლებიც დაკავშირებულია სოციალური ქსელის გამოყენებასთან;

7.1.10. ლიცენზიატის მობილურ მოწყობილობაზე მისცეს წვდომა დანართ ლიცენზიატის მონაცემებზე, კერძოდ ინფორმაციაზე ლიცენზიატის ადგილმდებარეობის, სოციალური ქსელის დანართის, ლიცენზიატის მობილური მოწყობილობის სატელეფონო წიგნიდან კონტაქტების შესახებ (დაწვრილებით პუნქტებში 6.1.7.-6.1.8. კონფიდენციალურობის პოლიტიკის პ. 6.1.7.–6.1.8.-ში) ლიცენზიატისთვის სოციალურ ქსელში პირადი მიზნებისთვის ტელეფონების წიგნის შესაქმნელად და ასევე სოციალურ ქსელში სხვა ლიცენზიატების რეკომენდაციების მისაცემად.

7.2. ლიცენზიატი ვალდებულია:

7.2.1. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე;

7.2.2. სოციალურ ქსელში რეგისტრაციისას და ანგარიშის შექმნისას მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია;

7.2.3. არ გასცდეს სოციალური ქსელის გამოყენების საზღვრებს, დაწესებულს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 განყოფილებაში;

7.2.4. სხვაგვარად არ დაარღვიოს ლიცენზიარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები სოციალურ ქსელთან ან მის რომელიმე ელემენტთან მიმართებაში, კერძოდ, ლიცენზიატს არ აქვს უფლება განახორციელოს კოპირება, ტრანსლირება, დაგზავნა, გამოქვეყნება, ან სხვაგვარად გაავრცელოს და გამოიყენოს ლიცენზიარის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული მასალები (ტექსტური, გრაფიკული, აუსიო-ვიდეო), ლიცენზიარის წერილობითი თანხმობის გარეშე;

7.2.5. დამოუკიდებლად მიიღოს საჭირო ზომები მისი ანგარიშის და პერსონალური გვერდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მესამე პირების მიერ არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად (კერძოდ, უზრუნველყოს, რომ პაროლი არ ინახებოდეს ბრაუზერში, მათ შორის cookies ტექნოლოგიის გამოყენებისას, ლიცენზიატის კომპიუტერული მოწყობილობის მესამე პირების მიერ შესაძლო გამოყენების შემთხვევაში);

7.2.6. შეასრულოს ლიცენზიარის მითითებები, რომლებიც ეხება სოციალური ქსელის გამოყენებას, კერძოდ, მიცემული ლიცენზიარის მიერ ლიცენზიატისთვის ან ლიცენზიატების ჯგუფისთვის სოციალურ ქსელში, მომხმარებლების (ლიცენზიატების) მხარდაჭერის ცენტრში, სოციალური ქსელის სიახლეების განყოფილებაში, ლიცენზიარის ფორუმზე. ლიცენზიატის მიერ ასეთი მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლიცენზიარს აქვს უფლება შეუჩეროს, შეუზღუდოს, შეუწყვიტოს ლიცენზიატს სოციალური ქსელის გამოყენების უფლება, არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლების ჩათვლით;

7.2.7. ლიცენზიარის მოთხოვნით, წინამდებარე ხელშეკრულების დადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებით, დაადასტუროს მისი სააღრიცხვო მონაცემები, მათ შორის გვარი, სახელი, მამის სახელი, სხვა მონაცემები;

7.2.8. არ განათავსოს ფოტოსურათები, რომლებზეც ლიცენზიატის გარდა გამოსახულია სხვა პირები, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, იმ შემთხვევების გარდა, როცა რფ სკ 152.1. მუხლის ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა ნორმის შესაბამისად, ასეთი თანხმობა არ არის საჭირო;

7.2.9. აცნობოს ლიცენზიარს ყველა იმ შემთხვევების შესახებ, როცა ლიცენზიატის მიმართ იყო ჩადენილი ქმედებები, რომლებიც შეიძლება იყოს შეფასებული, როგორც შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, მადისკრედიტირებელი და მისთ.;

7.2.10. არ შექმნას ახალი თანამეგობრობები (სკოლა, კოლეჯი, უმაღლესი სასწავლებელი, სამხედრო ნაწილი, სამუშაო ადგილი, დასვენების ადგილი) ანალოგიური თანამეგობრობის არსებობის შემთხვევაში;

7.2.11. პერიოდულად გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულების შინაარსს ინტერნეტის ქსელში, მისამართზე https://ok.ru/regulations და თვალყური ადევნოს მასში შეტანილ ცვლილებებს.

7.2.12. დაიცვას სხვა მოთხოვნები და შეასრულოს სხვა ვალდებულებები, გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით და/ან განთავსებული სოციალური ქსელის შესაბამის განყოფილებებში.

7.3. ლიცენზიატი იძლევა გარანტიას, რომ აქვს ყველა საჭირო უფლება და ქმედითუნარიანობა წინამდებარე ხელშეკრულების დასადებად.

7.4. ლიცენზიატს ეკრძალება:

7.4.1. განახორციელოს სხვა ლიცენზიატების სააღრიცხვო მონაცემების და/ან სხვა ინფორმაციის შეგროვება სოციალური ქსელიდან, ლიცენზიარის თანხმობის გარეშე;

7.4.2. გამოიყენოს ნებისმიერი ავტომატური და ავტომატიზირებული საშუალება სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციის შესაგროვებლად;

7.4.3. განახორციელოს პროპაგანდა ან აგიტაცია, რომელიც აღვივებს სოციალურ, რასობრივ, ეროვნულ ან რელიგიურ შუღლს და მტრობას, ომის, სოციალური, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური თუ ენობრივი უპირატესობის პროპაგანდა, გაავრცელოს სხვა ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით;

7.4.4. განათავსოს სოციალურ ქსელში ან გადასცეს პირადი შეტყობინებების მეშვეობით მესამე პირების შეზღუდული წვდომის ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია), თუ ლიცენზიატს არ აქვს ამ ინფორმაციის გამჟღავნების საკმარისი უფლება, კანონის ან ხელშეკრულების ძალით;

7.4.5. განათავსოს, გამოიყენოს, დაამუშაოს, გაავრცელოს, გამოაქვეყნოს სოციალურ ქსელში, გაასაჯაროოს, გადასცეს, გაყიდოს ან სხვა ხერხით მთლიანად თუ ნაწილობრივ გამოიყენოს ლიცენზიარის, ლიცენზიატების და მესამე პირების შიგთავსი, რომელიც წარმოადგენს საავტორო ან სხვა ექსკლუზიური უფლებების ობიექტს, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით და რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით (მოქმედი კანონმდებლობით) დადგენილი შემთხვევებისა, და ასევე შემთხვევებისა, როცა უფლების მფლობელმა ცხადად გამოხატა მისი თანხმობა მისი შიგთავსის თავისუფალ გამოყენებაზე ნებისმიერი პირის მიერ. სოციალურ ქსელში მუსიკის, ვიდეოს, ან სხვა შიგთავსის ჩატვირთვისას და ასევე სოციალურ ქსელში შიგთავსის სხვაგვარად განთავსებისას, ლიცენზიატი ადასტურებს, რომ აქვს ამისათვის ყველა საჭირო უფლება, გასაჯაროების უფლების ჩათვლით და რომ ასეთი განთავსება არ არღვევს და არ დაარღვევს უფლებების მფლობელის და მესამე პირების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს და რომ ყველა საჭირო ნებართვა და თანხმობა შესაბამისი უფლებების მფლობელებისგან და მესამე პირებისგან იყო მიღებული სათანადო წესით. სოციალურ ქსელში აკრძალულია შიგთავსის განთავსება, თუ ლიცენზიატს არ აქვს ამისთვის საჭირო უფლებები და/ან უფლებების მფლობელის თანხმობა;

7.4.6. განათავსოს სოციალურ ქსელში ღია წვდომაში (მათ შორის, ფორუმებზე, კომენტარებში და/ან სტატუსებში) ან გადასცეს პირადი შეტყობინებების მეშვეობით ტექსტური შეტყობინებები, გრაფიკული გამოსახულებები და სხვა მასალები, რომლების შინაარსი არის შეურაცხმყოფელი სხვა ლიცენზიატებისთვის ან სხვა პირებისთვის, ან შეიძლება იყოს ამგვარად შეფასებული, ასევე შეტყობინებები, გრაფიკული გამოსახულებები და სხვა მასალები, რომლებიც გამოიწვევს ლიცენზიატების ან სხვა პირების დისკრედიტაციას, შეიცავს მუქარას, ძალადობის, უკანონო ქმედებების, ანტისაზოგადოებრივი, ამორალური მოქმედების წაქეზებას, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი მოქმედებებისკენ მოწოდებას, რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს და მორალს;

7.4.7. განათავსოს სოციალურ ქსელში შეტყობინებები, გრაფიკული გამოსახულებები ან სხვა მასალები (მათ შორის, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს), რომელთა განთავსება იწვევს ან გამოიწვევს მოქალაქის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ან ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახვას;

7.4.8. განათავსოს სოციალურ ქსელში შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს უცენზურო სიტყვებს და გამოთქმებს;

7.4.9. განათავსოს სოციალურ ქსელში მასალები არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული გამოსახულებებით;

7.4.10. განათავსოს სოციალურ ქსელში ინფორმაცია, რომელიც უწევს პროპაგანდას სუიციდს, შეიცავს სუიციდის ხერხების აღწერას და ნებისმიერ წაქეზებას მისი შესრულებისთვის;

7.4.11. განათავსოს სოციალურ ქსელში ინფორმაცია და კომერციული ხასიათის მასალები, რომლებიც დაკავშირებულია ოკულტურ თემატიკასთან და საქმიანობასთან (მაგია, მკითხაობა, სატანიზმი, მარჩიელობა, მისნობა, ჯადოქრობა, რიტუალები და ა.შ.);

7.4.12. განათავსოს სოციალურ ქსელში რეკლამა ან სხვა სახის ინფორმაცია ნარკოტიკებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, მათ შორის ინფორმაცია ნარკოტიკების გავრცელების შესახებ, მათი რეცეპტები და მოხმარების რჩევები და ასევე განათავსოს ექსტრემისტული ორიენტაციის ინფორმაცია;

7.4.13. განათავსოს სოციალურ ქსელში ინფორმაცია, რომელიც არღვევს არასრულწლოვანი პირების უფლებებს;

7.4.14. განათავსოს სოციალურ ქსელში ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული ინფორმაცია;

7.4.15. განათავსოს სოციალურ ქსელში სხვა ლიცენზიატების ან სხვა პირების პერსონალური მონაცემები, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე;

7.4.16. მიუთითოს ანგარიშის რეგისტრაციისას ან შეიყვანოს შემდგომში აშკარად ცრუ ინფორმაცია ან სხვისი მონაცემები;

7.4.17. განათავსოს სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოსურათის სახით სხვა პირების გამოსახულებები ამ პირების ნებართვის გარეშე ან გამოგონებული პერსონაჟების, ცხოველების, საგნების ფოტოსურათები, აბსტრაქტული გამოსახულებები და ასევე სხვა ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც არ წარმოადგენს იმ ლიცენზიატის გამოსახულებას, რომელმაც განათავსა მოცემული გამოსახულება, ამ გამოსახულებების უფლებების მფლობელების (ავტორების) შესაბამისი თანხმობის გარეშე;

7.4.18. დაარეგისტრიროს ლიცენზიატის ანგარიში პირთა ჯგუფის ან ორგანიზაციის მიერ მისი გამოყენების მიზნით, გარდა შემთხვევებისა, როცა ანგარიში რეგისტრირდება მხოლოდ სარეკლამო მასალების და სხვა ტექსტური შეტყობინებების სოციალური ქსელის ჯგუფებში განთავსების მიზნით, რომლებიც რეკლამირდება target.mail.ru სისტემის ან სხვა მსგავსი სარეკლამო სისტემების მეშვეობით, რომლებიც შეთანხმებულია ლიცენზიართან;

7.4.19. ერთი პირის მიერ ერთზე მეტი ლიცენზიატის ანგარიშის დარეგისტრირება;

7.4.20. განახორციელოს მოქმედებები, რომლებიც მიმართულია სოციალური ქსელის ფუნქციონირების დესტაბილიზაციაზე, განახორციელოს სოციალური ქსელის მართვის ან მისი დახურული განყოფილებების (მათ შორის განყოფილებების, რომელზე წვდომაც ნებადართულია მხოლოდ ლიცენზიარისთვის) არასანქცირებული წვდომის მცდელობები, ასევე შეასრულოს ნებისმიერი სხვა ანალოგიური მოქმედება;

7.4.21. განახორციელოს სხვა ლიცენზიატების ანგარიშებზე არასანქცირებული წვდომა პაროლის შერჩევის და შეყვანის გზით და ასევე ამგვარი წვდომის მცდელობები;

7.4.22. განახორციელოს სპამის დაგზავნა – კომერციული, პოლიტიკური, სარეკლამო და სხვა ინფორმაციის (მათ შორის ჰიპერბმულების, რომლებიც გადადის ინტერნეტ-საიტებზე ასეთი ინფორმაციით და/ან ინტერნეტ-საიტებზე, რომლებიც შეიცავს მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას) მასობრივი დაგზავნა პირად შეტყობინებებში, კომენტარებში, ფორუმის შეტყობინებებში, ლიცენზიატების პერსონალურ გვერდებზე და განახორციელოს სხვა მოქმედებები მიმართული ასეთი ინფორმაციის გავრცელებაზე, თუ ლიცენზიატ-მიმღებებს არ მიუციათ თანხმობა ასეთი სახის ინფორმაციის მიღებაზე;

7.4.23. გამოიყენოს სოციალური ქსელი მოვალეების საძებნელად ან სხვა მსგავსი მიზნებისთვის;

7.4.24. განათავსოს სოციალურ ქსელში ინფორმაცია, მათ შორის ჯგუფებში, რომელიც ხელს უწყობს თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის, სამკურნალო პრეპარატების, ნარკოტიკული ნივთიერებების, ძლიერი ან სუსტი ალკოჰოლური სასმელების რეკლამას და პოპულარიზაციას;

7.4.25. განათავსოს სოციალურ ქსელში სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც, ლიცენზიარის აზრით არ შეესაბამება სოციალური ქსელის შექმნის პოლიტიკასა და მიზნებს.

7.4.26. გამოიყენოს სოციალური ქსელის ფუნქციონალი პროგრამული საშუალებების მეშვეობით, რომლებსაც შეაქვთ ცვლილები სოციალური ქსელის ბრძანებებში, სკრიპტებში და/ან დანართებში.

8. გარანტიები და პასუხისმგებლობა.

8.1. ლიცენზიატი იძლევა გარანტიას, რომ სოციალურ ქსელში მის მიერ განთავსებული ან პირადი შეტყობინებების მეშვეობით გადაცემული ინფორმაცია, შიგთავსი, სხვა კანონით დაცული ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები, მათი ნაწილები ან ასლები და ასევე სხვა მასალები არ არღვევს ვინმეს უფლებებს და კანონიერ ინტერესებს. თუ მესამე პირებისგან შემოვა პრეტენზიები მესამე პირების ინფორმაციის და/ან შიგთავსის განთავსებასთან დაკავშირებით წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შესახებ, ლიცენზიარს კანონით დაშვებულ ფარგლებში აქვს უფლება, გადასცეს პირებს, რომლებმაც წარადგინეს პრეტენზია, ლიცენზიატის საკონტაქტო მონაცემები, არსებული უთანხმოების დარეგულირების მიზნით.

8.2. ლიცენზიატი იძლევა გარანტიას, რომ ის მიიღებს ყველა სათანადო ზომას მის მიერ სოციალურ ქსელში ავტორიზაციისთვის გამოყენებული სააღრიცხვო მონაცემების (ლოგინის და პაროლის) კონფიდენციალურობის უზრუნველყოფისათვის და სხვა პირების მიერ შესაძლო ავტორიზაციის თავიდან აცილებისათვის.

8.3. ლიცენზიარი იცავს იმ მიმოწერის საიდუმლოებას, რომელიც ხორციელდება ლიცენზიატების მიერ პირადი შეტყობინებების მეშვეობით.

8.4. ლიცენზიარი იძლევა გარანტიას, გამოიყენოს ლიცენზიარის მხრიდან ლიცენზიატის ანგარიშში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართები და მობილური ტელეფონის ნომრები ლიცენზიარის ლიცენზიატთან დაკავშირებისთვის, ლიცენზიატისთვის უწყებების, შეტყობინებების და sms-შეტყობინებების გაგზავნისთვის და ასევე ლიცენზიატისთვის სოციალური ქსელის ფუნქციების მიწოდებისთვის, ლიცენზიატის თანხმობით, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული სოციალური ქსელის ფუნქციონალური შესაძლებლობების მეშვეობით, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით ან მოქმედი კანონმდებლობით.

8.5. ლიცენზიარი არ მონაწილეობს ლიცენზიატის პერსონალური გვერდის შინაარსის ფორმირებაში და მის მიერ შიგთავსის ჩატვირთვაში, არ აკონტროლებს ლიცენზიატის მოქმედებებს, არ ახორციელებს და არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა განახორციელოს ინფორმაციის ავტომატური ცენზურა საიტის და სოციალური ქსელის ღია განყოფილებებში, ლიცენზიატის პერსონალურ გვერდებზე, პირადი შეტყობინებების ცენზურა და არ აგებს პასუხს ლიცენზიატის მოქმედებებზე ან უმოქმედობაზე.

8.6. სოციალური ქსელის ფუნქციონირების თავისებურებებიდან გამომდინარე, ლიცენზიარი არ ახორციელებს და არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა განახორციელოს ლიცენზიატის მიერ განთავსებული ინფორმაციის და შიგთავსის წინასწარი მოდერაცია და არ აგებს პასუხს მის შინაარსზე.

8.7. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს სოციალური ქსელის მუშაობაში შესაძლო ჩავარდნებზე და ხარვეზებზე და მათ მიერ გამოწვეულ ინფორმაციის დაკარგვაზე. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის კომპიუტერის, მობილური მოწყობილობის და ნებისმიერი სხვა მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია ან უკავშირდება საიტის ან საიტზე განთავსებული ჰიპერბმულებით ხელმისაწვდომი საიტების გამოყენებას.

8.8. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის ანგარიშის პაროლის მესამე პირების მიერ შერჩევაზე და მათ მიერ ლიცენზიატის ანგარიშის გამოყენებით განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებაზე.

8.9. მესამე მხარეებს შეუძლიათ სოციალურ ქსელში შიგთავსი განათავსონ, მათ შორის რეკლამა. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს არანაირ ზარალზე, დაკარგული მოგების ჩათვლით, ან ზიანზე, რომელიც დაკავშირებულია სოციალური ქსელის გამოყენებასთან, მასში განთავსებულ შიგთავსთან ან სხვა მასალებთან, რომელთა წვდომა ლიცენზიატმა და სხვა პირებმა მიიღეს სოციალური ქსელის დახმარებით, მაშინაც კი, როცა ლიცენზიატმა გასცა გაფრთხილება ან მიუთითა ასეთი ზარალის ან ზიანის შესაძლო მიყენებაზე.

8.10. ლიცენზიატი აგებს პასუხს უკანონო ქმედებებზე, რომლებიც ხორციელდება მისი ანგარიშის მეშვეობით და ასევე ამ ანგარიშიდან სოციალურ ქსელში, ლიცენზიატის ან სხვა ლიცენზიატების პერსონალურ გვერდზე, ფორუმებზე, კომენტარებში და სოციალური ქსელის და/ან საიტის სხვა განყოფილებებში განთავსებულ შიგთავსთან დაკავშირებით.

8.11. ლიცენზიატი პერსონალურად აგებს პასუხს ნებისმიერ შიგთავსზე ან სხვა ინფორმაციაზე, რომელსაც ის განათავსებს სოციალურ ქსელში ან სხვაგვარად ასაჯაროებს სოციალურ ქსელში ან მისი მეშვეობით. ლიცენზიატი იღებს ვალდებულებას, დამოუკიდებლად მოაგვაროს მესამე პირების პრეტენზიები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ ქსელში შიგთავსის და ინფორმაციის არაკანონიერ განთავსებასთან.

8.12. ჰიპერბმულები ნებისმიერ საიტზე, პროდუქტზე, მომსახურებაზე, ნებისმიერ კომერციული და არაკომერციული სახის ინფორმაციაზე, რომლებიც განთავსებულია სოციალურ ქსელში, იგზავნება ლიცენზიატების მიერ პირად შეტყობინებებში, თავსდება ფორუმებზე და პერსონალურ გვერდებზე ლიცენზიატების მიერ და ა.შ. არ ნიშნავს ამ პროდუქტების (მომსახურების) მოწონებას ან რეკომენდაციას ლიცენზიარის მხრიდან. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია ასეთ ჰიპერბმულებზე გადასვლით.

8.13. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის ან მესამე პირების შესაძლო უკანონო მოქმედებებზე სოციალური ქსელის გამოყენების დროს.

8.14. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამონათქვამებზე. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს სოციალურ ქსელში ლიცენზიატის ქცევაზე, უპატივცემულობაზე სხვა ლიცენზიატების მიმართ.

8.15. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის მიერ სოციალური ქსელის ანგარიშზე წვდომის შესაძლებლობის დაკარგვაზე (ლოგინის, პაროლის, სხვა ინფორმაციის დაკარგვაზე, რომელიც საჭიროა ანგარიშის ან პერსონალური გვერდის გამოყენებისთვის).

8.16. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის მიერ მისი მონაცემების არასრულ, არაზუსტ, არაკორექტულ მითითებაზე ანგარიშის და პერსონალური გვერდის შექმნისას.

8.17. ლიცენზიატის მიერ სოციალური ქსელის სათამაშო დანართების გამოყენებისას ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის მიერ სათამაშო პროცესის მსვლელობისას იმ ფასეულობების დაკარგვაზე, რომლებიც მიღებული აქვს ასეთ სათამაშო დანართებში მონაწილეობის შედეგად.

8.18. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის ინტერნეტზე წვდომის პრობლემებზე, ინტერნეტის ქსელის პროვაიდერის მომსახურების ხარისხზე, რომელთანაც ლიცენზიატს აქვს დადებული ხელშეკრულება ინტერნეტის ქსელზე წვდომის უზრუნველსაყოფად.

8.19. ლიცენზიარი არ ახორციელებს გაცვლას ნაღდ და უნაღდო ფულზე, ან სოციალური ქსელის სხვა ფასეულობებზე, რომლებიც მიღებულია ლიცენზიატის მიერ სოციალური ქსელის გამოყენებისას, აქ შედის ვირტუალური ფასეულობებიც.

8.20. ლიცენზიარი არ უნაზღაურებს ლიცენზიატს ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ლიცენზიატის მიერ არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების შეძენასთან, მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ნებისმიერი მიზეზით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით.

8.21. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის ან მესამე პირების პირდაპირ ან ირიბ ზარალზე და მოგების დაკარგვაზე, რომელიც გაჩნდა შემდეგი მოვლენების შედეგად:

8.21.1. სოციალური ქსელის გამოყენება ან გამოყენების შეუძლებლობა;

8.21.2. მესამე პირების არასანქცირებული წვდომა ლიცენზიატის კერძო ინფორმაციაზე, ლიცენზიატის ანგარიშის და პერსონალური გვერდის ჩათვლით;

8.21.3. სოციალურ ქსელში ნებისმიერი მესამე პირის განცხადებები და ქცევა;

8.21.4. ანგარიშის, შიგთავსის წაშლის ან სოციალური ქსელის განსაზღვრული ელემენტის ფუნქციონირების შეწყვეტა ან სოციალური ქსელის ფუნქციონირების სრულად შეწყვეტა.

8.22. ნებისმიერ შემთხვევაში, ლიცენზიარის პასუხისმგებლობა ლიცენზიატის წინაშე შემოიფარგლება თანხით 3 000 (სამი ათასი) რუბლი, ამასთან, დაკარგული მოგება ანაზღაურებას არ ექვემდებარება, თუ სხვა რამ არ არის პირდაპირ განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით.

8.23. ლიცენზიარი არ არის ვალდებული, წარუდგინოს ლიცენზიატს რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა, რომელიც ადასტურებს ლიცენზიატის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რის შედეგადაც ლიცენზიატს ჩამოერთვა სოციალური ქსელის ან მისი ცალკეული ფუნქციების/განყოფილებების/გვერდების გამოყენების უფლება, ასევე არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება.

8.24. ლიცენზიარის მიმართ ლიცენზიატის პრეტენზიები მიიღება და განიხილება იმ პირობით, თუ შესაძლებელია ანგარიშის კონკრეტული პირის მიერ ფლობის ფაქტის დადგენა. ვინაიდან შესაძლებელია, არსებობდეს ანგარიშები მსგავსი სააღრიცხვო მონაცემებით, ლიცენზიარს აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი ცნობები და ინფორმაცია, მათ შორის ლიცენზიატის ანგარიშთან მიმართებაში, რომლებიც საშუალებას მისცემს განსაზღვროს, რომელ ანგარიშთან დაკავშირებით არის შემოსული პრეტენზია ან დაადგინოს, რომ ანგარიში ეკუთვნის პირს, რომელმაც გამოთქვა პრეტენზია.

8.25. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის ჯანმრთელობის შესაძლო ზიანზე, რომელიც შეიძლება მას მიადგეს მესამე პირების დანართების გამოყენების გამო. მოცემულით ლიცენზიატს ეცნობა, რომ დანართები შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ხმოვან და/ან ვიდეო ეფექტებს, რომლებმაც, გარკვეულ გარემოებებში, ეპილეფსიური და სხვა ნერვული აშლილობებისკენ მიდრეკილ პირებში, შეიძლება გამოიწვიოს მითითებული მდგომარეობების გამწვავება, და ლიცენზიატი იძლევა გარანტიას, რომ მითითებული აშლილობები არ აწუხებს ან იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს დანართები. მოცემულით ლიცენზიატს ეცნობა, რომ რეგულარულმა ხანგრძლივმა (უწყვეტმა) ჯდომამ პერსონალურ კომპიუტერთან შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური მდგომარეობის რიგი გართულებები, მათ შორის, მხედველობის შესუსტება, სქოლიოზი, ნევროზების სხვადასხვა ფორმები და სხვა ნეგატიური ზემოქმედებები ორგანიზმზე. ლიცენზიატი იძლევა გარანტიას, რომ ის გამოიყენებს დანართებს მხოლოდ გონივრული დროის განმავლობაში, შესვენებებით ან ფიზიკური მდგომარეობის პროფილაქტიკის სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, თუ ამგვარი რამ დანიშნული აქვს ან რეკომენდირებულია მისთვის.

8.26. ლიცენზიარი იყენებს ზომების კომპლექსს ლიცენზიატების მიერ სოციალურ ქსელში ისეთი ინფორმაციის უკანონო განთავსების ფაქტების აღსაკვეთად, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, შემდეგი გზით:

8.26.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში გაფრთხილების ჩართვა ლიცენზიატების მიერ სოციალურ ქსელში კანონის დარღვევით ინფორმაციის განთავსების დაუშვებლობაზე;

8.26.2. სოციალური ქსელის ინტერფეისში ლიცენზიატისთვის სპეციალური შეხსენების დამატება კანონის დარღვევის დაუშვებლობაზე ინფორმაციის განთავსების მომენტში;

8.26.3. ლიცენზიატების, სახელმწიფო ორგანოების და სხვა პირების საჩივრების დამუშავება სოციალურ ქსელში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით განთავსებული ინფორმაციის თაობაზე. ასეთი საჩივრები შეიძლება შემოვიდეს, მათ შორის, წარდგენის სპეციალური ფორმების მეშვეობით „გასაჩივრება“ ღილაკის გამოყენებით, მხარდაჭერის სამსახურში მიმართვის გზით ან წერილობითი ფორმით ლიცენზიარის მისამართზე;

8.26.4. სხვადასხვა ტექნოლოგიების და ალგორითმების გამოყენება, რომლებიც იძლევა იდენტური აკრძალული შიგთავსის და ყველა მისი ასლის დაბლოკვის და წაშლის საშუალებას.

8.27. კანონის დარღვევით გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებით საჩივრების შეტანის პროცედურა გათვალისწინებულია OK სოციალურ ქსელში კანონის დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული მიმართვების განხილვის წესებით.

8.28. ლიცენზიატის მიერ სოციალურ ქსელში YouTube-დან დამატებული შიგთავსის საჩვენებლად მისი ბმულის მითითების გზით სოციალური ქსელის გამოყენებისას, ლიცენზიანტი იყენებს YouTube API-ს. სოციალური ქსელის გამოყენებით, ლიცენზიატი ეთანხმება YouTube-ის გამოყენების პირობებს.

9. არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება

9.1. ხელშეკრულების წინამდებარე განყოფილება არეგულირებს ლიცენზიარის მიერ ლიცენზიატისთვის არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების მინიჭების წესსა და პირობებს.

9.2. ლიცენზიატის სურვილის შემთხვევაში, ლიცენზიარი ლიცენზიატს ანაზღაურების სანაცვლოდ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ლიცენზიარის მიერ, ანიჭებს არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებებს, რითაც საშუალებას აძლევს, გაზარდოს სოციალურ ქსელში ვირტუალური ფასეულობების რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება სოციალური ქსელის ფუნქციური შესაძლებლობების ფარგლებში. ანაზღაურების ოდენობა და შეტანის პირობები განისაზღვრება ლიცენზიარის მიერ და დამოკიდებულია მონაცემებისა და ბრძანებების მოცულობაზე, რომლებიც ლიცენზიატს სოციალური ქსელის ფუნქციური შესაძლებლობებით განპირობებული განსაზღვრული შედეგის მისაღებად სჭირდება. მითითებული პირობები შეტანილია წინამდებარე ხელშეკრულებაში და/ან სოციალური ქსელის შესაბამის განყოფილებებში.

არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებები ლიცენზიარის მიერ გადაეცემა ლიცენზიატის ანგარიშში ვირტუალური ფასეულობების – OK-ების ასახვის მომენტიდან. ამ მომენტიდან ლიცენზიატი იღებს არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებებს იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება ვირტუალური ფასეულობების – OK-ების რაოდენობას, ამ ხელშეკრულების პირობებით. ვირტუალური ფასეულობები – OK-ები – ლიცენზიატის ანგარიშში აისახება ლიცენზიარის მიერ მესამე მხარეებისგან (გადახდის სისტემები, ოპერატორები, გადახდის აგრეგატორები) გადახდის შესრულების (დადასტურების) შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების მოცულობის შესაბამისობას ვირტუალური ფასეულობების – OK-ების რაოდენობასთან განსაზღვრავს ლიცენზიარი. ანაზღაურების შესაბამისობას ვირტუალური ფასეულობების – OK-ების რაოდენობასთან განსაზღვრავს ლიცენზიარი.

აქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება ლიცენზიატს ენიჭება წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, თუ ამგვარი უფლება სოციალური ქსელის წესების შესაბამისად არ შეწყდება.

ანაზღაურების შეტანა ხორციელდება ლიცენზიატის მიერ ფულადი სახსრებით, შესაბამისი ტერიტორიის ვალუტაში, კონვერტაციის სოციალური ქსელის მიერ დაწესებული წესის თანახმად. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ლიცენზიარის მიერ, გამომდინარე არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების მოცულობიდან, რომელთა გამოყენების უფლებაც გადაეცემა ლიცენზიატს.

ვირტუალური ფასეულობების – OK-ების – ლიცენზიატის ანგარიშში ასახვის მომენტიდან, ლიცენზიატს არ აქვს უფლება მოსთხოვოს ლიცენზიარს ამგვარი უფლებებისთვის გადახდილი ანაზღაურების დაბრუნება, თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით.

9.3. ანაზღაურების შეტანა ხორციელდება ლიცენზიატის მიერ მხარდაჭერილი გადახდის ხერხების მეშვეობით ფულადი სახსრების გადარიცხვის გზით. გადახდის ხელმისაწვდომი ხერხების სია მოცემულია სოციალური ქსელის შესაბამის განყოფილებებში. გადახდის სისტემების მეშვეობით ანაზღაურების გადახდის ხერხები და პირობები ლიცენზიარის მიერ ქვეყნდება სოციალურ ქსელში: https://ok.ru/payment.

9.4. ანაზღაურების გადახდისას ლიცენზიატი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს გადახდის ინსტრუქციები გადახდის წესისა და ხერხების შესახებ, მათ შორის შეტყობინებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) ნომრის შეყვანის წესების შესახებ, დიდი და პატარა ასოების, ციფრების და შეყვანის წესისა და შეყვანის ენის ჩათვლით. ლიცენზიატისთვის არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლების მინიჭება ხორციელდება თანდართული ინსტრუქციებისა და გადახდის პირობების შესრულების შემთხვევაში. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს ლიცენზიატის მიერ გადახდის განხორციელების პირობების შესრულების სისწორეზე. არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების საფასურის გადახდისთვის გადახდის სისტემების გამოყენების წესის საკითხებზე ლიცენზიატმა უნდა მიმართოს ასეთი გადახდის სისტემების მფლობელებს ან გადახდის ოპერატორებს/აგრეგატორებს. ლიცენზიარი არ აძლევს ლიცენზიატს ახსნა-განმარტებას საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ასეთი გადახდის სისტემების გამოყენების წესთან, ასევე არ უნაზღაურებს ლიცენზიატს იმ თანხებს, რომლებიც ასეთი უფლებების შესაძენად არის გადახდილი გადახდის სისტემების, გადახდის ოპერატორების, აგრეგატორების მეშვეობით, თუ ასეთი გადახდები შესრულდა ამგვარი პირების მიერ დადგენილი წესების დარღვევით, რის შედეგადაც თანხა ლიცენზიართან არ მივიდა.

9.5. ლიცენზიატისთვის არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლების მინიჭება ხორციელდება მხოლოდ ლიცენზიატის მიერ ასეთი უფლებების საფასურის სრული გადახდის შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ სხვაგვარი წესი არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან ცალკე განსაზღვრული ლიცენზიარის მიერ. ამასთან, უფლებების გამოყენების გადახდის დასტურის მიღებამდე, ლიცენზიარს აქვს უფლება არ უზრუნველყოს მათი მიწოდება ლიცენზიატისთვის, ან უზრუნველყოს შეზღუდული მოცულობით.

9.6. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური შეცდომის, ან სოციალური ქსელის ან მისი ნებისმიერი ელემენტის მუშაობის შეფერხების, ან ლიცენზიატის შეგნებული მოქმედების შედეგად, მიღებული იყო წვდომა არააქტივრებულ მონაცემებსა და ბრძანებებზე, გამოყენების უფლების წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით შეძენის გარეშე, ლიცენზიატი იღებს ვალდებულებას აცნობოს ამ ფაქტის შესახებ ლიცენზიარს და გადაუხადოს მას ანაზღაურება, ან აღმოფხვრას მიღებული უფლებების არასამართლებრივი გამოყენების ყველა შედეგი. ლიცენზიარს აქვს უფლება დამოუკიდებლად, ლიცენზიარის გაფრთხილების გარეშე აღმოფხვრას ასეთი შედეგები.

9.7. ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ანაზღაურების გადახდას, სოციალური ქსელის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში და ლიცენზიარის მოთხოვნით წარუდგინოს მას ასეთი დოკუმენტები და ასევე ინფორმაცია ლიცენზიატის მიერ ასეთი გადახდის შესრულების გარემოებების შესახებ.

9.8. არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გავრცელების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის ლიცენზიარს, ამის გამო, მესამე პირების არანაირი წინადადება ამგვარი მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების მინიჭების შესახებ არ შეიძლება განიხილებოდეს ლიცენზიატის მიერ, როგორც ლიცენზიარისგან მომდინარე.

სადაო და გაუგებარი სიტუაციების წარმოშობისას, ან ლიცენზიატის მისამართით მესამე პირებისგან ისეთი წინადადებების შემოსვლისას, რომლებიც დაკავშირებულია არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლების შეძენასთან, ან ინტერნეტის ქსელში ასეთი განცხადებების და წინადადებების განთავსებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განთავსებულია საიტზე ლიცენზიარის სახელით, ლიცენზიატი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ ლიცენზიარს.

იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატმა წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევით განახორციელა გადახდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ რეკვიზიტებზე, ლიცენზიარის მიმართ ლიცენზიატის პრეტენზიები არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების არქონაზე არ მიიღება და ლიცენზიარი არ აუნაზღაურებს ლიცენზიატს ასეთ გარემოებებში დახარჯულ ფულად სახსრებს.

9.9. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიარი დაადგენს, რომ ლიცენზიატმა მესამე პირებისგან მიიღო არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება, ლიცენზიარს აქვს უფლება მისი შეხედულებისამებრ შეაჩეროს, შეზღუდოს, ან შეწყვიტოს ლიცენზიატის უფლებები სოციალური ქსელის გამოყენებაზე.

9.10. ლიცენზიატის მიერ არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების შეძენა არ ათავისუფლებს მას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან და მის მიმართ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული რაიმე ზომების გამოყენებისგან, ლიცენზიარის მიერ სოციალური ქსელის გამოყენების უფლების შეჩერების ან შეწყვეტის და/ან ლიცენზიატის ანგარიშის წაშლის ჩათვლით, თუ სხვა რამ არ არის პირდაპირ გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით.

9.11. ლიცენზიატი აძლევს ლიცენზიარს გარანტიას, რომ მას აქვს უფლება, ანაზღაურებისთვის გამოიყენოს მის მიერ არჩეული გადახდის საშუალებები, ისე რომ არ დაარღვიოს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა და/ან სხვა იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეც არის ლიცენზიატი, და მესამე პირების უფლებები. ლიცენზიარი არ აგებს პასუხს გადახდის საშუალებების ოპერატორების მიერ ჩამოჭრილ დამატებით საკომისიოებზე და შესაძლო ზარალზე, რომელიც მიადგა ლიცენზიატს და/ან მესამე პირებს, ლიცენზიატის მიერ იმ გადახდის საშუალებების გამოყენების შედეგად, რომელიც მას არ ეკუთვნის.

9.12. ლიცენზიარს არ აგებს პასუხს ლიცენზიატის შესაძლო უკანონო ქმედებებზე ანაზღაურების გადახდისას. ლიცენზიარი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეუჩეროს ან შეუწყვიტოს ლიცენზიატს არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება, საქმის გარემოებების გარკვევამდე, თუ არსებობს ეჭვი, რომ ლიცენზიატი ახორციელებს უკანონო ქმედებებს, თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით.

9.13. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიარს აქვს საფუძველი მიიჩნიოს, რომ ლიცენზიატი ახორციელებს უკანონო ქმედებებს ანაზღაურების გადახდასთან დაკავშირებით, ლიცენზიარს აქვს უფლება გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოცემული ფაქტის გადასამოწმებლად.

9.14. ლიცენზიატის მიერ საბანკო ბარათების მეშვეობით ანაზღაურების გადახდის თავისებურებები:

9.14.1. ოპერაციები საბანკო ბარათებით ხორციელდება ბარათის მფლობელის ან მისი რწმუნებული პირის მიერ;

9.14.2. საბანკო ბარათით შესრულებული ოპერაციის ავტორიზაციას ახორციელებს ბანკი. თუ ბანკს აქვს საფუძველი მიიჩნიოს, რომ ოპერაცია ატარებს თაღლითურ ხასიათს, ბანკს აქვს უფლება უარი თქვას ოპერაციის განხორციელებაზე. საბანკო ბარათების მეშვეობით შესრულებული თაღლითური ოპერაციები წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

9.14.3. საბანკო ბარათებით გადახდისას თაღლითობის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საბანკო ბარათით შესრულებული გადახდები შეიძლება მოწმდებოდეს ლიცენზიარის მიერ, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში. ლიცენზიატი-ბარათის მფლობელი, რომელმაც გააფორმა ასეთი გადახდა, ვალდებულია, ლიცენზიარისგან შემოსული მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ლიცენზიარს იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც ადასტურებს საბანკო ბარათის გამოყენების კანონიერებას. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატმა არ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტები გადახდის გაფორმების ან მათი ნამდვილობის შესახებ ეჭვის გაჩენის თარიღიდან 14 დღის განმავლობაში, თუ ლიცენზიარის მიერ არ არის მითითებული სხვა ვადა, ამ უკანასკნელს აქვს უფლება შეუჩეროს ლიცენზიატს სოციალური ქსელის, მისი რომელიმე ნაწილის/განყოფილების და/ან არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლება, საქმის გარემოებების გარკვევამდე.

9.15. ლიცენზიატი ეთანხმება, აღიარებს და იღებს იმ გარემოებას, რომ სოციალური ქსელი და დანართები არ წარმოადგენს აზარტული თამაშს, ფულზე თამაშს, კონკურსს, სანაძლეოს.

9.16. არააქტივირებული მონაცემებისა და ბრძანებების გამოყენების უფლებების შეძენა წარმოადგენს ლიცენზიატის ნების და სურვილის ნებაყოფლობით რეალიზაციას და არ წარმოადგენს სოციალური ქსელის და მისი ძირითადი ფუნქციონალის გამოყენებისთვის საჭირო და აუცილებელ პირობას.

10. ტერიტორია და ხელშეკრულების მოქმედების ვადა

10.1. ლიცენზიატს აქვს უფლება გამოიყენოს სოციალური ქსელი იმ ხერხებით, რომლებიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულებაში, რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე, ასევე სხვა ტერიტორიებზე, სადაც ის არის ხელმისაწვდომი სტანდარტული კომპიუტერული საშუალებების, პროგრამების და მოწყობილობების გამოყენებით.

10.2. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს ლიცენზიატის მიერ მისი პირობების მიღების მომენტიდან და მოქმედებს 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში.

10.3. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო 1 (ერთი) წლით, გარდა შემთხვევისა, როცა ხელშეკრულების მოქმედების მითითებული ვადის ამოწურვამდე არ მოხდება ერთ-ერთი შემდეგი მოვლენა:

10.3.1. ლიცენზიარმა მიიღო გადაწყვეტილება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შეცვლის, ლიცენზიატებთან ახალი ხელშეკრულების დადების აუცილებლობის, სოციალური ქსელის ადმინისტრირების, მომსახურების და მასზე წვდომის შეწყვეტის, ლიცენზიატთან მიმართებაში წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის (გაუქმების), ან ლიცენზიატისთვის სოციალური ქსელის გამოყენების წვდომის შეწყვეტის შესახებ.

10.3.2. ლიცენზიარმა მიიღო გადაწყვეტილება სოციალური ქსელის გამოყენების შეწყვეტის შესახებ და წყვეტს ხელშეკრულებას.

10.4. ლიცენზიარს აქვს უფლება ნებისმიერ დროს ლიცენზიატის წინასწარი ცნობის და მიზეზების ახსნის გარეშე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ცალმხრივი სასამართლო გარეშე წესით სოციალური ქსელის წვდომის და გამოყენების შესაძლებლობის მომენტალური შეწყვეტით, რაიმე დანახარჯების, ზარალის ანაზღაურების გარეშე, მათ შორის სოციალური ქსელის დახურვის შემთხვევაში, ლიცენზიატის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების და მოქმედი კანონმდებლობის ნებისმიერი, მათ შორის ერთჯერადი, დარღვევის შემთხვევაში და ასევე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, რომელიც მითითებული სოციალური ქსელის გვერდებზე, თუ სხვა პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით.

10.5. ლიცენზიარს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, ლიცენზიატის წინასწარი გაფრთხილების და მიზეზების ახსნის გარეშე, შეწყვიტოს სოციალურ ქსელზე წვდომა და მისი გამოყენების შესაძლებლობა, წაშალოს ლიცენზიატის ანგარიში რაიმე დანახარჯების, ზარალის ან ხელშეკრულებით მიღებულის ანაზღაურების გარეშე, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი, მათ შორის ერთჯერადი, დარღვევის შემთხვევაში, თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით.

10.6. ლიცენზიატი ეთანხმება და სრულად აღიარებს, რომ ყველა ექსკლუზიური უფლება და საჭირო ლიცენზია პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც წარმოადგენს სოციალური ქსელის ელემენტს და/ან გამოიყენება მისი ადმინისტრირებისა და ფუნქციონირებისათვის, მის შემადგენლობაში შემავალი აუდიოვიზუალური გამოსახულებების, სოციალური ქსელის გრაფიკული დიზაინის, ფოტოსურათების, ანიმაციის, ვიდეოგამოსახულებების, ვიდეოკლიპების, ხმოვანი ჩანაწერების, ხმოვანი ეფექტების, მუსიკის, სოციალური ქსელისა და სოციალური ქსელის დანართების ტექსტური შიგთავსის ჩათვლით, გარდა იმ შიგთავსისა, რომელიც ჩატვირთულია სოციალურ ქსელში ლიცენზიატების ან მესამე პირების მიერ, ეკუთვნის ლიცენზიარს, თუ სხვა რამ ცხადად არ არის მითითებული ხელშეკრულებაში.

10.7. წინამდებარე ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ლიცენზიარის მიერ ლიცენზიატისათვის რაიმე განსაკუთრებული უფლებების დათმობას ან განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემას სოციალური ქსელის ნებისმიერ შემადგენელ ნაწილზე.

10.8. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატს მისი ქვეყნის კანონების შესაბამისად, ეკრძალება ინტერნეტის ქსელის ან სოციალური ქსელების გამოყენება, ან არსებობს სხვა საკანონმდებლო შეზღუდვები, ასეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომის ასაკობრივი შეზღუდვის ჩათვლით, ლიცენზიატს არ აქვს სოციალური ქსელის გამოყენების უფლება. ამ შემთხვევაში ლიცენზიატი დამოუკიდებლად კისრულობს პასუხისმგებლობას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევით სოციალური ქსელის გამოყენებაზე.

11. დასკვნითი დებულებები

11.1. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ლიცენზიარის მიერ. ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება, დამოუკიდებლად განხორციელებული ლიცენზიარის მიერ, ძალაში შედის ამ ცვლილებების გამოქვეყნების დღის მომდევნო დღეს. ლიცენზიატი იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად შეამოწმოს ხელშეკრულება ცვლილებების საგანზე. ლიცენზიატის მიერ მოქმედებების შეუსრულებლობა ხელშეკრულების და/ან ხელშეკრულების შეცვლილი რედაქციის გაცნობასთან დაკავშირებით არ შეიძლება გახდეს ლიცენზიატის მიერ მისი ვალდებულებების და მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის საფუძველი. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებში ან მისი გამოყენების წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ ლიცენზიატის მიერ სოციალური ქსელის ფაქტობრივი გამოყენება ნიშნავს ლიცენზიატის თანხმობას ახალ პირობებზე.

11.2. ხელშეკრულების ერთი ან რამდენიმე დებულების გაუქმება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულია დადგენილი წესით მოქმედებაში შესულად, არ იწვევს მხარეებისთვის მთლიანად ხელშეკრულების გაუქმებას. ხელშეკრულების ერთი ან რამდენიმე დებულების დადგენილი წესით გაუქმებულად ცნობის შემთხვევაში, მხარეები იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები მაქსიმალურად ახლო ხერხით, რომელიც იგულისხმებოდა მხარეების მიერ ხელშეკრულების დადების და/ან შეთანხმებული ცვლილების დროს.

11.3. წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეების ურთიერთობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან და სოციალური ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულირდება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით.

11.4. წინამდებარე ხელშეკრულების დადების ფორმასთან და ხერხთან მიმართებაში გამოიყენება რფ სამოქალაქო კოდექსის ნორმები („რფ სკ“), რომლებიც არეგულირებს ხელშეკრულების დადების წესს და პირობებს საჯარო ოფერტის აქცეპტის გზით.

11.5. წინამდებარე ხელშეკრულებით წარმოშობილი ყველა დავა მოგვარებული უნდა იქნას მიმოწერის და მოლაპარაკების გზით სავალდებულო სასამართლომდელი (პრეტენზიული) წესით. მეორე მხარის მიერ წერილობითი პრეტენზიის მიღების დღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავის განხილვა ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ უნდა გადასცეს საერთო იურისდიქციის სასამართლოს, ლიცენზიარის ადგილმდებარეობის შესაბამისად (თუ საქმე არ ექვემდებარება განხილვას ნებისმიერი სხვა სასამართლოს მიერ), თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით.

11.6. წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს შეადგენს წინადადებების, პრეტენზიების და დავების განხილვის წესი, დაკავშირებული მესამე პირების მიერ შემუშავებულ და სოციალურ ქსელში განთავსებულ დანართებთან, რომელიც მოთავსებულია თითოეული შესაბამისი დანართის ქვეშ, სოციალურ ქსელში ამ აპლიკაციის გვერდზე. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, ყველა მომართვას, განცხადებას, წინადადებას, პრეტენზიას და სხვა მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია დანართების გამოყენებასთან, ლიცენზიატი უგზავნის ამ დანართების უშუალო შემმუშავებლებს, რისთვისაც იყენებს სოციალურ ქსელში შესაბამისი დანართის გვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებს.

11.7. წინამდებარე ხელშეკრულების რედაქცია ხელმისაწვდომია ინტერნეტის ქსელში სოციალური ქსელის მისამართზე, შესაბამის განყოფილებაში, ლიცენზიარის დანართებში და სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრულია ლიცენზიარის მიერ და ლიცენზიატს მისი გაცნობის საშუალებას აძლევს.

11.8. ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გთხოვთ მიმართოთ ლიცენზიარს მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, 125167 ქ. მოსკოვი, ლენინგრადსკი გამზირი, ს. 39, შენობა 79.

11.9. ლიცენზიატის ყველა მიმართვა, რომელიც დაკავშირებულია სოციალური ქსელის გამოყენებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან, განიხილება ლიცენზიარის მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.

30.12.2016 წ.-ის რედაქცია
(10.04.2024 წ.-ის უკანასკნელი დამატებებით)