1. ჩვენ შესახებ

1.1. ჩვენ, შპს „VK“, კომპანია, რეგისტრირებული მისამართზე: 125167, რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი, ლენინგრადის გამზირი, სახლი 39, შენობა 79. ამ პოლიტიკის მიზნებისთვის ჩვენ წარმოდგენილი ვართ კომპანიის „მგლ მაი.კომ (კვიპროსი) ლიმიტედი“ (MGL MY.COM (CYPRUS) LIMITED) მიერ, რეგისტრირებული მისამართზე: 28 Oktovriou, 365 VASHIOTIS SEAFRONT, office 402 Neapoli, 3107, Limassol, Cyprus (ლიმასოლი, კვიპროსი) (შემდგომში – „ჩვენ“ და ამ სიტყვის წარმოებულები, „საიტის ადმინისტრაცია“).

1.2. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს იმას, თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ შედიხართ საიტზე www.ok.ru (მათ შორის m.ok.ru-ის მობილურ ვერსიაზე ან მობილურ დანართებზე (ჩვენი დანართები iPhone-ისთვის, Android-ისთვის და WP-ისთვის) (შემდგომში – „საიტი“) და თქვენთვის ხელმისაწვდომ პარამეტრებს ჩვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“). წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა უნდა განიხილებოდეს ჩვენს საიტის გამოყენების წესებთან (ხელმისაწვდომია მისამართზე: https://ok.ru/regulations) (პირობები) და ქუქი-ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან ერთად (ხელმისაწვდომია მისამართზე: https://ok.ru/cookiepolicy) და ასევე როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტების დამატება. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხების პირობებს შორის რაიმე წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას უპირატესობა ენიჭება.

1.3. სერვისზე დარეგისტრირებით ან VK ID-ით სისტემაში შესვლით, მომხმარებელი ეთანხმება VK ეკოსისტემის კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე: https://id.vk.com/privacy.

2. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა

2.1. საიტზე და მასზე ხელმისაწვდომ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფით (შემსდგომში – „საიტის სერვისები“), ჩვენ გონივრულად და კეთილსინდისიერად ვმოქმედებთ, ამასთან მივიჩნევთ, რომ თქვენ:
(ა) გაქვთ ყველა საჭირო უფლება დარეგისტრირდეთ ამ საიტზე და გამოიყენოთ იგი;
(ბ) წარადგენთ სარწმუნო ინფორმაცია თქვენ შესახებ, რამდენადაც ეს საჭიროა საიტის სერვისების გამოსაყენებლად;
(გ) აცნობიერებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებისას თქვენ პირდაპირ აქცევთ მათ საჯაროდ და რომ საიტისა და ინტერნეტის სხვა მომხმარებლებს შეეძლებათ ამ ინფორმაციაზე წვდომა, ასევე მისი კოპირება და გავრცელება;
(დ) აცნობიერებთ, რომ თქვენ ან საიტის სხვა მომხმარებლების მიერ მოწოდებული გარკვეული ტიპის ინფორმაცია არ შეიძლება წაიშალოს თქვენ ან ჩვენ მიერ;
(ე) თქვენ იცით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის არსებობის შესახებ და ეთანხმებით მის პირობებს.

2.2. ჩვენ არ ვამოწმებთ თქვენგან მიღებულ ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შემოწმება საჭიროა ჩვენ მიერ თქვენთან მიმართებაში ვალდებულებების შესასრულებლად.

2.3. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირში მცხოვრებ მომხმარებლებზე. თუ თქვენ არ ხართ ევროკავშირში მცხოვრები მომხმარებელი, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება შესაბამის იურისდიქციაში.

3. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ შესახებ

3.1. თქვენსა და ჩვენს შორის დადებული შეთანხმების პირობების შესასრულებლად და თქვენთვის საიტის ფუნქციებზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ჩვენ გავაუმჯობესებთ საიტის სერვისებს, განვავითარებთ და დავნერგავთ საიტის ახალ სერვისებს და გავაუმჯობესებთ საიტისა და სერვისების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს. ამ მიზნების მისაღწევად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ ვაგროვებთ, ვინახავთ, ვაგროვებთ, ვახდენთ აგრეგირებას, ვასრულებთ ამოღებას, ვადარებთ, ვიყენებთ და ვავსებთ თქვენს მონაცემებს (შემდგომში – „დამუშავება“). ჩვენ მივიღებთ და გავაზიარებთ ამ მონაცემებს, ისევე როგორც ამ მონაცემების ჩვენს ავტომატიზირებულ ანალიზს, ჩვენს აფილირებულ პირებსა და პარტნიორებს, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-4 ქვეთავში. კონფიდენციალურობის პოლიტიკის წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის, „აფილირებული პირები და პარტნიორები“ არიან პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენ მიერ თქვენთან და საიტის სხვა მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას და/ან პირები, რომლებიც თავიანთ მომსახურებას ჩვენგან დამოუკიდებლად გაწვდიან თქვენ და აწვდიან საიტის სხვა მომხმარებლებს, იმ პირობით, რომ ასეთი პირები არიან ჩვენი წარმომადგენლები, მიიღეს ჩვენგან შესაბამისი უფლებამოსილებები და ამუშავებენ თქვენსა და სხვა მომხმარებლების მონაცემებს კანონიერ საფუძველზე.

3.2. ქვემოთ უფრო დეტალურად აღვწერთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ მიერ საიტის სერვისების გამოყენებისას, რატომ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მას და ასევე ვუთითებთ იურიდიულ საფუძვლებს.

3.2.1. სარეგისტრაციო მონაცემები, რომლებიც შემდეგს მოიცავს:
(ა) მომხმარებლის მონაცემები, რომლებსაც უზრუნველყოფს მომხმარებელი ანგარიშის შესაქმნელად საიტზე რეგისტრაციის პროცესში;
(ბ) დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ავსებს მომხმარებელი საკუთარი ანგარიშის რედაქტირებისას საიტის გამოყენების პროცესში;
(გ) მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი უზრუნველყოფს დამატებით საიტის ადმინისტრაციის მოთხოვნით მათ მიერ მომხმარებლის წინაშე ვალდებულებების შესრულების მიზნით, რომლებიც გამომდინარეობს საიტის ფუნქციონალის უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებიდან;

3.2.2. სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა საიტის ფუნქციონირებისთვის, კერძოდ:
(ა) ტექნიკური მონაცემები, რომლებიც მიიღება საიტზე წვდომისას და მოიცავს მონაცემებს ტექნიკური საშუალებების (მოწყობილობების), საიტთან ტექნოლოგიური ურთიერთქმედების (ჰოსტის IP-მისამართი, მომხმარებლის საოპერაციო სისტემის სახეობა, ბრაუზერის ტიპი, გეოგრაფიული მდებარეობა, ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის სახელი);
(ბ) ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად მიიღება საიტზე სანიშნეების (ქუქი-ფაილების) გამოყენებით წვდომისას;
(გ) ინფორმაცია, მიღებული საიტზე მომხმარებლების მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მომხმარებლების მიერ რაიმე შიგთავსის დამატების შესახებ;
(დ) ინფორმაცია, მიღებული საიტზე სხვა მომხმარებლების მოქმედებების შედეგად;
(ე) ზოგადი ანალიტიკური ინფორმაცია ინტერნეტ-სერვისების გამოყენების შესახებ.

3.3. ქვემოთ უფრო დეტალურად აღვწერთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ მიერ საიტის სერვისების გამოყენებისას, რატომ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მას.

ინფორმაცია, რომელიც გროვდება

დამუშავების მიზანი

საერთო ყველა პლატფორმისთვის (ვებ-ვერსია, დანართები Android-სა და iOS-ისათვის) საიტის გამოყენებისას

სარეგისტრაციო მონაცემები, კერძოდ:

1) მომხმარებლის მონაცემები, რომლებსაც უზრუნველყოფს მომხმარებელი ანგარიშის შექმნისას საიტზე რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, მობილური ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების პირობების შესასრულებლად. რეგისტრაციისას მომხმარებელს შიდა ნომერი ენიჭება, რომელიც მომხმარებლის სოციალურ ქსელში იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა;

2) დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ავსებს მომხმარებელი საკუთარი ანგარიშის რედაქტირებისას საიტის გამოყენების პროცესში, მათ შორის ელფოსტის მისამართი, ოჯახური მდგომარეობა, მშობლიური ქალაქი, საცხოვრებელი ქალაქი, ინფორმაცია განათლებისა და კარიერის შესახებ, სამხედრო სამსახურის გავლის ადგილი, გამოსახულებები დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების პირობების შესასრულებლად;

3) მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი უზრუნველყოფს დამატებით საიტის ადმინისტრაციის მოთხოვნით (მონაცემები, რომელიც მითითებულია მომხმარებლის მიერ ანგარიშში, მაგალითად, სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, გამოსახულებები; ცნობები განმცხადებლის კანონიერი წარმომადგენლის შესახებ (გვარი, სახელი, მამის სახელი და კანონიერი წარმომადგენლობის საფუძვლები)).

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, კერძოდ, საიტზე წვდომის უზრუნველსაყოფად, საიტის მართვისთვის, საიტზე ანგარიშის განმცხადებლის კუთვნილების დასადასტურებლად, რომელმაც გამოაგზავნა მიმართვა მოთხოვნით ანგარიშზე წვდომის აღდგენის შესახებ, მომხმარებლის შესახებ სხვა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქვთ მათ სატელეფონო წიგნებში მისი ტელეფონის ნომერი, რეკომენდაციების შესაქმნელად.

სპამ-შეტყობინებებთან ბრძოლის მიზნით მომხმარებლის ტელეფონის ნომერი გადაიცემა სერვისში https://clientapi.mail.ru, რომლის მფლობელის არის საიტის ადმინისტრაცია მხოლოდ მომხმარებლის ტელეფონის ნომრის ვალიდაციისთვის.

სხვა მონაცემები, კერძოდ:

4) ინფორმაცია მომხმარებლის აქტიურობის შესახებ საიტის გამოყენებისას, მათ შორის დაწკაპუნებები და გადასვლები საიტის ინტერფეისის ფარგლებში, ინფორმაცია ჯგუფში შესვლის/ჯგუფიდან გასვლის, მეგობრების სიაში სხვა მომხმარებლების დამატების, შეხვედრებში მონაწილეობის მიღების ან მათში მონაწილეობაზე უარის თქმის, შემოწირულობების გაკეთების/მიღების შესახებ დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების პირობების შესასრულებლად;

5) ინფორმაცია, მიღებული საიტზე სხვა მომხმარებლების მოქმედებების შედეგად (კერძოდ, სხვა მომხმარებლების მიერ ვიდეოჩანაწერებსა და ფოტოსურათებზე გაკეთებული მონიშვნები დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების პირობების შესასრულებლად);

6) ზოგადი ანალიტიკური ინფორმაცია ინტერნეტ-სერვისების გამოყენების შესახებ;

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, კერძოდ, საიტის მართვისთვის, საიტის მუშაობის გაუმჯობესებისა და პერსონალიზაციისთვის.

7) საიტზე გადახდის ფუნქციის გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია (მაგალითად, ბარათის ნომრის პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი);

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას საიტის სამართავად, მათ შორის თქვენთვის საიტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ასევე ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ იგი თქვენი სახელით საჩივრების განსახილველად და უკეთესი სერვისების მოსაწოდებლად.

8) თქვენს გვერდზე და საიტზე გვერდის რედაქტირების განყოფილების მიღმა თქვენ მიერ შექმნილი ინფორმაცია (სტატუსების, მიკრობლოგებში ჩანაწერების, გამოსახულებების, აუდიოჩანაწერების, ვიდეოჩანაწერების, კომენტარების, ჯგუფურ დისკუსიებში ჩანაწერების ჩათვლით).

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას საიტის სამართავად, მათ შორის თქვენთვის სერვისების წარმოსადგენად. ასევე ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ იგი საიტზე შესაბამისი რეკლამისა და რეკომენდაციების შესარჩევად და გასაუმჯობესებლად და ასევე ამ რეკლამების ეფექტიანობის გასაანალიზებლად.

საიტის ვერ-ვერსია (https://ok.ru/)

სხვა მონაცემები, კერძოდ:

9) ტექნიკური მონაცემები, რომლებიც მიიღება საიტზე წვდომისას და მოიცავს მონაცემებს ტექნიკური საშუალებების (მოწყობილობების), საიტთან ტექნოლოგიური ურთიერთქმედების (ჰოსტის IP-მისამართი, მომხმარებლის საოპერაციო სისტემის სახეობა, ბრაუზერის ტიპი, გეოგრაფიული მდებარეობა, ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის სახელი, მონაცემები, რომლებიც მიიღება კამერაზე, მიკროფონზე დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების შესასრულებლად);

10) ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად მიიღება საიტზე სანიშნეების (ქუქი-ფაილების) გამოყენებით წვდომისას.

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, კერძოდ, საიტის მართვისთვის, საიტის მუშაობის გაუმჯობესებისა და პერსონალიზაციისთვის.

აპლიკაცია „OK“ Android-ისათვის

სხვა მონაცემები, კერძოდ:

11) მონაცემები, რომლებიც ხდება ხელმისაწვდომი საიტის ადმინისტრაციისთვის მომხმარებლის მიერ დანართის გამოყენების პროცესში, მათ შორის მოწყობილობის ტიპი (ტელეფონი/პლანშეტი/Wear), მოწყობილობის სახელი, GAID, OpenUDID, საოპერაციო სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი, კონტაქტები მომხმარებლის სატელეფონო წიგნებიდან (მობილურ მოწყობილობასა და დანართებში), დროის სარტყელი, არჩეული ენა, მომხმარებლის ანგარიშების ჩამონათვალი, მომხმარებლის ანგარიშებთან მიბმული ტელეფონის ნომრები, Device ID For Vendor, Wi-Fi ქსელის სახელწოდება, Wi-Fi-ის MAC წვდომის წერტილები, ფიჭური კავშირის ოპერატორის სახელწოდება, ოპერატორის ქსელის კოდი (MNC), User ID, საოპერაციო სისტემის სახელწოდება, დანართის ვერსია, მომხმარებლის მობილური მოწყობილობის გამოშვების წელი, ინტერნეტ-კავშირის ტიპი, Apps Flyer UID დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების შესასრულებლად.

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, კერძოდ, საიტის მართვისთვის, საიტის მუშაობის გაუმჯობესებისა და პერსონალიზაციისთვის, მათ შორის მომხმარებლისთვის სხვა მომხმარებელთა რეკომენდაციისათვის, რომელთა საკონტაქტო მონაცემები არის მის სატელეფონო წიგნში და აგრეთვე საიტზე სატელეფონო წიგნის პირადი მიზნებისათვის წარმართვის შესაძლებლობის მისაცემად.

აპლიკაცია „OK“ iOS-ისათვის

სხვა მონაცემები, კერძოდ:

12) მონაცემები, რომლებიც ხდება ხელმისაწვდომი საიტის ადმინისტრაციისთვის მომხმარებლის მიერ დანართის გამოყენების პროცესში, მათ შორის მოწყობილობის ტიპი (ტელეფონი/პლანშეტი/iPod), მოწყობილობის სახელი, IDFA, OpenUDID, Apps Flyer UID, საოპერაციო სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი, კონტაქტები მომხმარებლის სატელეფონო წიგნებიდან (მობილურ მოწყობილობასა და დანართებში), დროის სარტყელი, არჩეული ენა, მომხმარებლის ანგარიშების ჩამონათვალი, მომხმარებლის ანგარიშებთან მიბმული ტელეფონის ნომრები, Device ID For Vendor, გეოგრაფიული კოორდინატები, Wi-Fi ქსელის სახელწოდება, Wi-Fi-ის MAC წვდომის წერტილები, ფიჭური კავშირის ოპერატორის სახელწოდება, ოპერატორის ქსელის კოდი (MNC), მომხმარებლის მოწყობილობაზე დაყენებული აპლიკაციები დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების შესასრულებლად.

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, კერძოდ, საიტის მართვისთვის, საიტის მუშაობის გაუმჯობესებისა და პერსონალიზაციისთვის, მათ შორის მომხმარებლისთვის სხვა მომხმარებელთა რეკომენდაციისათვის, რომელთა საკონტაქტო მონაცემები არის მის სატელეფონო წიგნში და აგრეთვე საიტზე სატელეფონო წიგნის პირადი მიზნებისათვის წარმართვის შესაძლებლობის მისაცემად.

საერთო ყველა პლატფორმისთვის (დანართები Android-სა და iOS-ისათვის) OK Live დანართის გამოყენებისას

სარეგისტრაციო მონაცემები, კერძოდ:

13) მომხმარებლის მონაცემები, რომლებსაც უზრუნველყოფს მომხმარებელი ანგარიშის შექმნისას OK Live დანართში რეგისტრაციის პროცესში: მობილური ტელეფონის ნომერი;

14) მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი უზრუნველყოფს დამატებით საიტის ადმინისტრაციის მოთხოვნით (მონაცემები, რომელიც მითითებულია მომხმარებლის მიერ ანგარიშში, მაგალითად, სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, გამოსახულებები; ცნობები განმცხადებლის კანონიერი წარმომადგენლის შესახებ (გვარი, სახელი, მამის სახელი და კანონიერი წარმომადგენლობის საფუძვლები) და სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების შესასრულებლად).

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, მათ შორის, დანართის წვდომის უზრუნველსაყოფად, დანართის მართვისთვის, საიტის ანგარიშის კუთვნილების დასადასტურებლად განმცხადებლის, რომელმაც გამოაგზავნა მიმართვა მოთხოვნით ანგარიშზე წვდომის აღდგენის შესახებ.

დანართი OK Live Android-ისათვის

სხვა მონაცემები, კერძოდ:

15) მონაცემები, რომლებიც ხდება ხელმისაწვდომი საიტის ადმინისტრაციისთვის მომხმარებლის მიერ დანართის გამოყენების პროცესში, მათ შორის მოწყობილობის ტიპი (ტელეფონი/პლანშეტი/Wear), მოწყობილობის სახელი, GAID, OpenUDID, საოპერაციო სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი, დროის სარტყელი, არჩეული ენა, მომხმარებლის ანგარიშების ჩამონათვალი, მომხმარებლის ანგარიშებთან მიბმული ტელეფონის ნომრები, Device ID For Vendor, Wi-Fi ქსელის სახელწოდება, Wi-Fi-ის MAC წვდომის წერტილები, ფიჭური კავშირის ოპერატორის სახელწოდება, ოპერატორის ქსელის კოდი (MNC), User ID, საოპერაციო სისტემის სახელწოდება, დანართის ვერსია, მომხმარებლის მობილური მოწყობილობის გამოშვების წელი, ინტერნეტ-კავშირის ტიპი, Apps Flyer UID დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების შესასრულებლად.

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, კერძოდ, დანართის მართვისთვის, დანართის მუშაობის გაუმჯობესებისა და პერსონალიზაციისთვის.

დანართი OK Live iOS-ისათვის

სხვა მონაცემები, კერძოდ:

16) მონაცემები, რომლებიც ხდება ხელმისაწვდომი საიტის ადმინისტრაციისთვის მომხმარებლის მიერ დანართის გამოყენების პროცესში, მათ შორის მოწყობილობის ტიპი (ტელეფონი/პლანშეტი/iPod), მოწყობილობის სახელი, IDFA, OpenUDID, Apps Flyer UID, საოპერაციო სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი, დროის სარტყელი, არჩეული ენა, მომხმარებლის ანგარიშების ჩამონათვალი, მომხმარებლის ანგარიშებთან მიბმული ტელეფონის ნომრები, Device ID For Vendor, გეოგრაფიული კოორდინატები, Wi-Fi ქსელის სახელწოდება, Wi-Fi-ის MAC წვდომის წერტილები, ფიჭური კავშირის ოპერატორის სახელწოდება, ოპერატორის ქსელის კოდი (MNC), მომხმარებლის მოწყობილობაზე დაყენებული დანართები დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების შესასრულებლად.

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, კერძოდ, დანართის მართვისთვის, დანართის მუშაობის გაუმჯობესებისა და პერსონალიზაციისთვის.

აპლიკაცია „OK ვიდეო“ Android-ისათვის

სხვა მონაცემები, კერძოდ:

17) მონაცემები, რომელიც ხდება ცნობილი საიტის ადმინისტრაციისთვის მომხმარებლის მიერ დანართის გამოყენების პროცესში, მათ შორის ქვეყანა (კოდი)/რეგიონი (კოდი), ენა (კოდი), მოწყობილობის მწარმოებლის სახელწოდება, მოწყობილობის პროდუქტის ტიპი, მოწყობილობის მოდელის სახელწოდება, აღმოჩენილი შეცდომის დროის ნიშნული, აღჭურვილობის ვერსია / ოპერაციული სისტემის ვერსია / დანართის ვერსია დასხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებელთან შეთანხმების პირობების შესასრულებლად.

მომხმარებელთან შეთანხმების შესრულება, კერძოდ, დანართის სამართავად და მუშაობის გასაუმჯობესებლად.

3.4. თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე შეიძლება დამუშავდეს სამართალდამცავი ან მარეგულირებელი ორგანოს ან უწყების მოთხოვნით, კანონიერი პრეტენზიების წარდგენის ან მათგან დაცვის პროცესში. ჩვენ არ წავშლით პერსონალურ მონაცემებს, თუ ისინი ეხება გამოძიებას ან დავას. ისინი შეინახება საკითხების სრულ გადაწყვეტამდე და/ან იმ ვადის განმავლობაში, რომელიც საჭიროა და/ან დაშვებულია მოქმედი/შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.5. შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა დანართებში მდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე საიტზე ან მობილურ დანართში საჯაროობის პარამეტრების შეცვლით ან თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრების შეცვლით. შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა სატელეფონო წიგნიდან მონაცემების დამუშავებაზე თქვენი ტელეფონის პარამეტრების შეცვლით. ჩვენს ან ჩვენ მიერ არჩეულ გარე პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაგზავნილ ყველა SMS შეტყობინებაში ან ელწერილში პირდაპირი მარკეტინგისას, იქნება გამოწერის გაუქმების შესაძლებლობა, თუ პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდება ჩვენს ან ჩვენ მიერ არჩეულ გარე პარტნიორ-ორგანიზაციების მიერ ჩვენი ნებართვით. გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ რეკლამის დამალვა ან შეამციროთ რეკლამის განმთავსებლებისგან განცხადებათა ასახვის რაოდენობა.

3.6. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ არ გსურთ, რომ ჩვენ დავამუშაოთ კონფიდენციალური და განსაკუთრებული მონაცემები თქვენ შესახებ (მათ შორის, თქვენს ჯანმრთელობასთან, რასობრივ ან ეთნიკურ წარმომავლობასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ შეხედულებებთან, სექსუალურ ცხოვრებასთან და თქვენს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული მონაცემები), არ გამოაქვეყნოთ ეს ინფორმაცია და არ მოგვაწოდოთ ეს მონაცემები საიტის გამოყენებისას. ამ მონაცემების მიწოდებისთანავე ისინი ხელმისაწვდომი გახდება საიტის სხვა მომხმარებლებისთვის და ჩვენ გაგვიჭირდება ასეთი ინფორმაციის წაშლა.

3.7. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ გააუქმებთ მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ან არ მოგვაწოდებთ იმ მონაცემებს, რომლებიც გვჭირდება საიტის მომსახურებისთვის და მისი მართვისთვის, შეიძლება ვერ შეძლოთ საიტზე წვდომის მიღება ან მასზე დარეგისტრირება.

3.8. თუ დავაპირებთ თქვენი მონაცემების დამუშავების გაგრძელებას რაიმე სხვა მიზნით, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულისა, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ამ დამატებითი მიზნის შესახებ დამუშავების დაწყებამდე.

3.9. საიტის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დროდადრო გვჭირდება თქვენთვის აღდგენის კოდების და მოწყობილობებისთვის სხვა მსგავსი გაფრთხილებების გამოგზავნა. ამ მიზნით, ჩვენ შეიძლება გამოვაგზავნოთ SMS-შეტყობინებები თქვენს ტელეფონის ნომერზე და Push-შეტყობინებები საიტის დანართის მეშვეობით, ისევე როგორც ჩვენი სხვა დანართებისა და ჩვენი პარტნიორების დანართების მეშვეობით. ჩვენ ვიყენებთ უწყებების გაგზავნის საკუთარ მეთოდებს და სხვა აპლიკაციებს ან პარტნიორები არ იღებენ თქვენს მონაცემებს.

3.10. საიტი იყენებს API YouTube, როგორც პირობების 8.27 პუნქტშია აღწერილი. Google-ის კონფიდენციალურობის დებულება ხელმისაწვდომია მისამართზე https://www.google.com/policies/privacy.

4. მონაცემთა გაცვლა

4.1. ინფორმაცია თქვენს გვერდზე, მათ შორის განყოფილებაში „მთავარი გვერდი“, შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ყველა თქვენი მეგობრისთვის პარამეტრების და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.1 და 5.2 მუხლების შესაბამისად. განსაზღვრული ინფორმაცია თქვენს გვერდზე და განყოფილებაში „მთავარი გვერდი“ ხელმისაწვდომია საიტის ყველა მომხმარებლისთვის პარამეტრების და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.1 და 5.2 მუხლების შესაბამისად. შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები საიტის მეშვეობით და ასევე წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.1 და 5.2 მუხლების პირობების გათვალისწინებით, განსაზღვროთ თქვენი საკუთარი კონფიდენციალურობის რეჟიმი და წვდომის პირობები ინფორმაციაზე, რომელიც მითითებულია ზემოთ მოცემულ ცხრილის 2, 3, 4 და 7 მიზნებში. ჩვენ ვიღებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს საიტის შესაბამისი ხელსაწყოების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების გამოქვეყნებით, თქვენ პირდაპირ აქცევთ ამ ინფორმაციას საჯაროდ და ის შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი საიტის და ინტერნეტის სხვა მომხმარებლებისთვის, ისინი შეძლებენ ინფორმაციის კოპირებას ან გავრცელებას. სხვა მომხმარებლებისთვის ამ მონაცემების გადაცემისთანავე, თქვენ ვერ შეძლებთ ამ მონაცემების წაშლას.

4.2. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია კომპანიას „მგლ მაი.კომ (კვიპროსი) ლიმიტედი“ (MGL MY.COM (CYPRUS) LIMITED), შპს „VKontakte“-ს და ჩვენს სხვა აფილირებულ პირებს. ზოგჯერ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარეებთან (მათ შორის სერვისების მომწოდებლებთან), რომელთა მიმართებაში მიჩნეულია, რომ ასეთი კონტრაგენტები ვალდებულნი არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რათა მოგაწოდოთ ჩვენი სერვისები ან ვმართოთ საიტი, მაგალითად. თუ გადაწყვეტთ თქვენი ინფორმაციის სხვა სოციალურ ქსელებში გაზიარებას. შეგვიძლია გადავცეთ სარეგისტრაციო დასხვა მონაცემები მესამე პირებს, წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას. ასეთ მესამე პირებს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ:

საიტის დანართების პლატფორმიდან დანართების გამოყენების შემთხვევაში, თქვენი ტელეფონის ნომერი და/ან ელფოსტის მისამართი და/ან სახელი (დანართში ავტორიზაციის/რეგისტრაციის მინიმალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნებიდან გამომდინარე) გაეგზავნება შესაბამისი დანართის მფლობელს (შემმუშავებელს), რათა ასეთი დანართის გამოყენება შესაძლებელი იყოს საიტის დანართების პლატფორმაზე. გარდა ამისა, აპლიკაციის ჩამოტვირთვისას მოგეთხოვებათ თანხმობის მიცემა ასეთი მონაცემების გაგზავნაზე. გარდა ამისა, შეიძლება გავუგზავნოთ თქვენი სახელი, გვარი და ფოტო დანართის მფლობელებს (შემმუშავებლებს) საიტის დანართების პლატფორმაზე. სანამ დაიწყებთ დანართების გამოყენებას დანართების პლატფორმაზე, თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ასეთი მესამე პირების (შემმუშავებლების) დანართების გამოყენების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. საიტზე ხელმისაწვდომია აპლიკაციები თავსდება და მხარდაჭერილია მესამე მხარეების (შემმუშავებლების) მიერ, რომლებიც მოქმედებენ საიტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად და არ გამოდიან საიტის ადმინისტრაციის სახელით ან მისი დავალებით.

მაღალი ხარისხის, მრავალფუნქციური, მარტივად გამოსაყენებელი და მომხმარებელთა პირად საჭიროებებზე და ინტერესებზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველსაყოფად, საიტის ადმინისტრაცია ავითარებს, სრულყოფს საიტის ფუნქციონირებას, ახდენს მიმდინარე ფუნქციონალის ოპტიმიზაციას და ამატებს ახალს (საინფორმაციო, საკომუნიკაციო, სარეკლამო, საგანმანათლებლო, გასართობი დასხვა სახის), მათ შორის, პარტნიორების და/ან აფილირებული პირების მონაწილეობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე საიტის ადმინისტრაციის მიერ ამ პოლიტიკის მე-3 მუხლში მითითებული დამუშავების მიზნების დაცვით, მომხმარებელი თანხმდება დაავალებს საიტის ადმინისტრაციას შემდეგი მოქმედებების განხორციელებას:

საიტის ხასიათისა და ფუნქციონალური სპეციფიკის გათვალისწინებით, საინფორმაციო რესურსის საქმიანობამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქონლისა და მომსახურების ბაზრის შესწავლას, მათ შორის მოთხოვნისა და მიწოდების შეფასებას, საქონლის პოპულარიზაციას, იმ საინფორმაციო, სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ანონიმიზირებული ანალიტიკური ინფორმაციის ფორმირების გზით, საიტის გამოყენების შესახებ მონაცემების საფუძველზე.

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას, წინამდებარე პოლიტიკის 3.3 პუნქტში განსაზღვრული მოცულობით, მის შესახებ იმ მონაცემებთან ერთად, რომელიც კომპანიის პარტნიორებისგანაა მიღებული და კომპანიის პარტნიორების მიერ დამუშავებისთვის სამართლებრივი საფუძვლით უზრუნველყოფილი, იმ მოცულობით, რომელიც მითითებულია კომპანიის იმ პარტნიორის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომლის სერვის(ებ)საც იყენებს მომხმარებელი, სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, კერძოდ: მომხმარებლის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი ინფორმაციის ჩვენებით, ზუსტი რეკლამის ტაგეტირებით (მისი ინტერესების რელევანტური ინფორმაციის ჩვენებით), სოციალური ქსელის და პარტნიორი სერვის(ებ)ის გამოყენებაზე დაყრდნობით განზოგადებული სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის გენერირებით.

საიტის ადმინისტრაცია შეიძლება ახორციელებდეს ინფორმაციის ტრანსსასაზღვრო გადაცემას მინიმალური მოცულობით, რომელიც აუცილებელია წინამდებარე პოლიტიკის 4.2 და 4.3 პუნქტში მითითებული პირებისათვის აუცილებელი მიზნებისათვის.

ზოგიერთ ვებ-რესურსს და მესამე პირების დანართს შეუძლია უზრუნველყოს მათი ფუნქციების გამოყენებს შესაძლებლობა საიტის მომხმარებლის პროფილიდან მონაცემების გამოყენებით ავტორიზაციის მეშვეობით. ასეთი ავტორიზაციისას ვებ-რესურსი ან მესამე პირის დანართი მოითხოვს მომხმარებლისგან თანხმობას ან ნებართვას საიტის პროფილიდან მონაცემების გამოყენებაზე. ასეთი თანხმობა უნდა შეიცავდეს იმ მონაცემთა მოცულობის შესახებ მითითებას, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისას და მათი დამუშავების წესს. საიტის პროფილის მონაცემების გამოყენებით ავტორიზაციაზე დათანხმებისას, მომხმარებელი იძლევა საიტის პროფილიდან მისი მონაცემების გადაცემის თანხმობას მესამე პირისთვის, რომელიც ფლობს ვებ-რესურსს ან დანართს, რომელშიც სრულდება ასეთი ავტორიზაცია მოცულობით, რომელიც მითითებულია ასეთი ვებ-რესურსის ან დანართის მიერ მოთხოვნილ თანხმობაში/ნებართვაში.

4.3. სხვა მონაცემების დამუშავება OK და OK Live მობილური აპლიკაციების გამოყენებისას

სხვა მონაცემები OK-ის აპლიკაციის მუშაობის შესახებ შეიძლება გადაიცემოდეს რესურსებზე: myTarget (შპს „VK“), VK Ads (შპს „VK“) ან Yandex Ad (Yandex), საიტზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი რეკლამის პერსონალიზაციისთვის და აგრეთვე Google CrashLytics-ში (Google) – აპლიკაციის მუშაობაში შეცდომების ანალიზისთვის, myTracker (შპს „VK“), Google Analytics-ში (Google), Google Firebase Analytics-ში (Google) აპლიკაციის მუშაობის შესახებ განზოგადებული ანალიტიკური მონაცემების მისაღებად.

სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა საიტის ზოგიერთი ფუნქციონალური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად გადაიცემა რესურსებზე: Google Tag Manager (Google), VKontakte SDK (შპს „VKontakte“).

სხვა მონაცემები აპლიკაცია OK Live-ის მუშაობის შესახებ გადაიცემა შემდეგ რესურსზე myTarget (შპს „VK“) რეკლამის პერსონალიზაციისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის აპლიკაციაში და ასევე Google CrashLytics-ში (Google) – აპლიკაციის მუშაობაში შეცდომების ანალიზისთვის, რესურსებზე: myTracker-ში (შპს „VK“), Google Analytics-ში (Google), Google Firebase Analytics-ში (Google) აპლიკაციის მუშაობის შესახებ განზოგადებული ანალიტიკური მონაცემების მისაღებად.

სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა დანართის ზოგიერთი ფუნქციონალური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად გადაიცემა რესურსზე: VKontakte SDK (შპს „VKontakte“).

4.4. ჩვენი რეკომენდაციებისა და რეკლამების მართვის სისტემაში არ არის გათვალისწინებული თქვენი ინფორმაციას უშუალო გაგზავნა გარე რეკლამის განმთავსებლებისთვის. რეკლამის განმთავსებელს ან რეკომენდაციის შემქმნელს შეუძლია რეკლამების ტარგეთინგის დაყენება მხოლოდ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაჯგუფებულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ასაკი, სქესი ან მდებარეობა, ან თემატური ჯგუფებისთვის, რომლებიც მაგალითად ეძღვნება ავტომობილებს ან მოდას. თუ მოხვდებით ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფში, ნახავთ რეკლამას ან რეკომენდაციას.

4.5. რეკლამის განმთავსებელს ან რეკომენდაციის შემქმნელს ასევე შეუძლია ატვირთოს ელფოსტის მისამართების, ტელეფონის ნომრების და იდენტიფიკატორების სია ჩვენს სისტემებში, რათა ჩვენ (მაგრამ არა რეკლამის განმთავსებელმა ან რეკომენდაციის შემქმნელმა) შევძლოთ მომხმარებლისთვის შესაფერისი რეკლამის შერჩევა. რეკლამის განმთავსებელს ან რეკომენდაციის შემქმნელს შეუძლია ნახოს შერჩეული რეკლამების რაოდენობა, მაგრამ არა თავად რეკლამები.

4.6. ჩვენ, კომპანია შპს „VK“-მ, ან ჩვენს მიერ შერჩეულმა გარე პარტნიორ-ორგანიზაციებმა შეიძლება ჩვენი ნებართვით გაჩვენოთ რეკლამა, მათი სარეკლამო სერვერების გამოყენებით.
ქუქი-ფაილების შესახებ ინფორმაციით ბანერის ჩვენების და ქუქი-ფაილების გამოყენების მიზნით, მათ შორის, რეკლამის საჩვენებლად, ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან Jaohawi AB (Håltegelvägen 1b, 72348 Västerås, Sweden [ვესტეროსი, შვედეთი]) მოქმედი კანონმდებლობისა და IAB ევროპის გამჭვირვალობისა და თანხმობის ჩარჩო პოლიტიკის (ვერსია 2019-04-02.2c) სრული დაცვით.

4.7. ვინაიდან საიტი წარმოადგენს კომუნიკაციის უნივერსალურ საშუალებას და საიტის ძირითადი ფუნქციაა ახალი ადამიანების გაცნობა და მეგობრებთან კავშირის შენარჩუნება, ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება თქვენ შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი და გვარი;
დაბადების თარიღი (წლის მითითების გარეშე, თუ დამალულია), პროფილის ფოტოსურათი, მშობლიური ქალაქი, საცხოვრებელი ქალაქი;
მეგობრების რაოდენობა, ფოტოები, ჯგუფები, თამაშები, შენიშვნები, ვიდეოები და საჩუქრები.

4.8. თუ თქვენ იყენებთ VK ID-ს, ჩვენ შეიძლება გავუგზავნოთ თქვენი ინფორმაცია გარეშე ორგანიზაციებს, როდესაც თქვენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით იღებთ წვდომას VK ეკოსისტემის სერვისებსა და სხვა სერვისებზე. გარდა ამისა, თქვენთან, როგორც VK ეკოსისტემის მომხმარებელთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში ჩვენ შეიძლება მივიღოთ თქვენი ინფორმაცია ამ სერვისებიდან VK ეკოსისტემის თქვენს პერსონალურ სააღრიცხვო ჩანაწერში მითითებული ოდენობით.
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია VK ეკოსისტემის სერვისებს და აგრეთვე გარე სერვისებს, რომლებიც იყენებს VK ეკოსისტემის ინსტრუმენტებს, რათა მოგაწოდოთ VK ეკოსისტემასთან, მის შესაძლებლობასა და უპირატესობებთან წვდომა, მაგალითად, როდესაც შედიხართ სერვისში თქვენი VK ID-ის მეშვეობით. ასეთი სერვისის/ინსტრუმენტის ან მათი ფუნქციების გამოყენების დაწყებით თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის ასეთ გადაცემას სერვისის/ინსტრუმენტის მუშაობისთვის საჭირო ხარისხით. თქვენ აგრეთვე ეთანხმებით VK ეკოსისტემის ასეთი სერვისისა და/ან ინსტრუმენტების მომხმარებლის დოკუმენტაციას სრულად, ყოველგვარი დათქმისა ან გამონაკლისების გარეშე. თუ თქვენ არ ეთანხმებით სერვისის/ინსტრუმენტის მომხმარებლის დოკუმენტაციის ნებისმიერ დებულებას, თქვენ არ ხართ უფლებამოსილი გამოიყენოთ ასეთი სერვისი/ინსტრუმენტი. VK-ს ეკოსისტემის სერვისების სია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://vk.com/vk_ecosystem_services. VK ეკოსისტემის ინსტრუმენტების სია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://vk.com/vk_ecosystem_tools.

5. საჯაროობის პარამეტრები

5.1. 4.7 პუნკტში ჩამოთვლილი შეზღუდვების გათვალისწინებით, თქვენი მონაცემებისთვის შეგიძლიათ დააყენოთ ერთ-ერთი შემდეგი კონფიდენციალურობის დონე პარამეტრებში, რომლებიც ხელმისაწვდომია მისამართზე: https://ok.ru/settings/privacy.

5.2. ინფორმაციისთვის თქვენს გვერდზე, მათ შორის 4.7 მუხლში მითითებული მონაცემებისთვის, შეგიძლიათ აირჩიოთ კონფიდენციალურობის შემდეგი დონეები:
ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის და საძიებო სისტემებში;
ინფორმაცია მიუწვდომელია საძიებო სისტემებში.

5.3. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი პირადი მონაცემების დაკოპირების და საიტის სხვა მომხმარებლისთვის გადაცემის შემდეგ, ისინი ხელმისაწვდომი დარჩება საიტის და ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის, მაშინაც კი, თუ თქვენ წაშლით ამ ინფორმაციას თქვენი გვერდიდან ან მთლიანად წაშლით თქვენს გვერდს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაზე საიტის სხვა მომხმარებლების მიერ, რომლებსაც აქვთ წვდომა ასეთ მონაცემებზე თქვენს მიერ არჩეული კონფიდენციალურობის დონის შესაბამისად.

5.4. საიტი შეიცავს ბმულებს გარე ორგანიზაციების მიერ მართვად საიტებზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენი მონაცემების საჯაროობაზე, თუ გადახვალთ ამ ბმულებზე ან ურთიერთქმედებთ გარე ორგანიზაციების სერვისებთან. გაეცანით შესაბამისი გარე ორგანიზაციის კონფიდენციალურობის განცხადებას, რომელიც არეგულირებს თქვენს უფლებებს მონაცემების კონფიდენციალურობაზე.

5.5. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი გარე ორგანიზაციების ქმედებებზე, რომლებიც იღებენ წვდომას თქვენს მონაცემებზე თქვენ მიერ არჩეული კონფიდენციალურობის დონის შესაბამისად თქვენ მიერ ინტერნეტის ან საიტის სერვისების გამოყენების შედეგად.

5.6. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ინფორმაციის გამოყენების შედეგებზე, რომელიც საიტის მახასიათებლების გამო, ხელმისაწვდომია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის. გთხოვთ, პასუხისმგებლობით მოეპყროთ საიტზე გამოქვეყნებულ მომხმარებლის ყველა ინფორმაციას.

5.7. ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობას. შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააუქმოთ თქვენი თანხმობა პირადი მონაცემების დამუშავებაზე ჩვენი რეკლამის განმთავსებლებისგან ტარგეტირებული რეკლამის ასარჩევად, პარამეტრების გვერდზე გადასვლით https://ok.ru/cmpChangeConsent.

6. ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემა

6.1. ჩვენ შეიძლება გადავცეთ და შევინახოთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენს სერვერებზე ან მონაცემთა ბაზებში ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს მიღმა, მათ შორის რუსეთში.

6.2. იმ ქვეყნებს, რომლებშიც ჩვენ გადავცემთ თქვენს მონაცემებს, შეიძლება არ ჰქონდეს მონაცემთა დაცვის იგივე კანონები, როგორიც მოქმედებს თქვენს იურისდიქციაში. თქვენი მონაცემების სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიყენებთ კიბერუსაფრთხოების გონივრულ ზომებს ან/და ვხელმძღვანელობთ სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებით (მაგალითად, ტიპური დებულებები, შეთანხმებები/დანართები მონაცემების დამუშავების შესახებ).

7. შენახვის ვადა

7.1. ჩვენ შევინახავთ თქვენს პირად მონაცემებს მანამ, სანამ ეს საჭიროა იმ მიზნების შესასრულებლად, რომელთათვის შეგროვდა ეს მონაცემები, რაც დამოკიდებულია სამართლებრივ დასაბუთებაზე, რომლისთვისაც შეგროვდა ეს მონაცემები; და/ან შენახვის ვადა დამოკიდებულია იმაზე, ითვალისწინებს თუ არა დამატებითი საკანონმდებლო/ნორმატიული ვალდებულებები ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების შენახვას ვადის განმავლობაში, რომელიც საჭიროა და/ან დაშვებული მოქმედი/შესაბამისი კანონმდებლობით.

7.2. თქვენ შეგიძლიათ წაშლოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენი პირადი გვერდიდან მათი წაშლის გზით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი გვერდი „სამომხმარებლო შეთანხმება“-ს ქვეთავის ბოლოს „პროფილის წაშლა“ ფუნქციის გამოყენებით. თქვენ გაქვთ უფლება აღადგინოთ თქვენი პირადი გვერდი მისი წაშლიდან 183 დღის განმავლობაში.

7.3. ჩვენ შეიძლება წავშალოთ თქვენი გვერდი ან თქვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თუ არსებობს ამის საფუძველი მოქმედი კანონმდებლობის ან პირობების შესაბამისად.

8. თქვენი უფლებები

8.1. გარკვეულ გარემოებებში, თქვენს პირად მონაცემებთან დაკავშირებით, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები.
თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის უფლება.
თქვენი პირადი მონაცემების შესწორების უფლება: შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ ჩვენ განვაახლოთ, დავბლოკოთ ან წავშალოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, თუ ასეთი ინფორმაცია არის არასრული, მოძველებული, არასწორი, არაკანონიერი გზით მოპოვებული ან აღარ არის დაკავშირებული დამუშავების მიზანთან.
თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების შეზღუდვის უფლება.
თქვენი პირადი მონაცემების წაშლის მოთხოვნის უფლება.
თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე არ დათანხმების უფლება.
მონაცემთა გადატანის უფლება (გარკვეულ გარემოებებში).
ისეთი გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის უფლება, რომელიც ეფუძნება მონაცემთა ავტომატურ დამუშავებას.
ზედამხედველობის ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

8.2. თქვენ ასევე გაქვთ უფლება დამოუკიდებლად წაშალოთ თქვენი გვერდი და მასზე ინფორმაცია და შეიტანოთ ცვლილებები და შესწორებები პირად გვერდზე და საიტზე, იმ პირობით, რომ ამგვარი ცვლილებები და შესწორებები შეიცავს აქტუალურ და სარწმუნო მონაცემებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც არის ჩვენს განკარგულებაში საიტზე.

8.3. თუ გსურთ ამ უფლებების გამოყენება, მიმართეთ მხარდაჭერის სამსახურს ან გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა მისამართზე: 125167, რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი, ლენინგრადის გამზირი, სახლი 39, შენობა 79. ჩვენ შევეცდებით გიპასუხოთ თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. სანამ რაიმე პირად ინფორმაციას გაგიმხელთ, დაგვჭირდება თქვენი ვინაობის დადასტურება.

9. უსაფრთხოების ზომები

ჩვენ ვიღებთ ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ ზომებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დაშიფვრას, რათა უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, წაშლისგან, მოდიფიცირებისგან, დაბლოკვისგან, კოპირებისგან და გავრცელებისგან.

საიტზე წვდომის ავტორიზაცია სრულდება ლოგინის (ელფოსტის მისამართის ან მობილური ტელეფონის ნომრის) და პაროლის გამოყენებით. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ მონაცემების კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. არ გაუზიაროთ თქვენი შესვლის მონაცემები მესამე პირებს. გირჩევთ მიიღოთ ზომები ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

თუ პაროლის აღდგენა გჭირდებათ, გამოგვიგზავნეთ მობილური ტელეფონის ნომერი ან ელფოსტის მისამართი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს პროფილთან. თუ დაგავიწყდათ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული მობილური ტელეფონის ნომერი ან ელფოსტის მისამართი, შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ასაკი და ქალაქი), რომელიც თქვენს პროფილშია, ან გამოგვიგზავნოთ ბმული თქვენს პროფილზე. ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ თქვენი გვერდი. შემდეგ გამოგიგზავნით აღდგენის კოდს თქვენს პროფილთან დაკავშირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელფოსტის მისამართზე. ამ კოდით შეგიძლიათ შექმნათ ახალი პაროლი აღდგენის გვერდზე.

თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის შესაძლებლობის შესამცირებლად, ჩვენ დავბლოკავთ თქვენს ანგარიშში შესვლის მცდელობას, თუ შესვლა შესრულდა უჩვეულო სერვერიდან (კერძოდ, სხვა ქვეყნის სერვერიდან). ამის შემდეგ მიიღებთ SMS შეტყობინებას ციფრული კოდით და მისი შეყვანის მოთხოვნას.

საიტზე განთავსებული ბმულის „პარამეტრები/შემოსვლების ისტორია“ მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ დრო და IP მისამართი, საიდანაც განხორციელდა თქვენს ანგარიშში შესვლის მცდელობა.

10. წინამდებარე პოლიტიკის ცვლილებები

10.1. ჩვენ შეიძლება დროდადრო შევცვალოთ და/ან განვაახლოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. თუ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიცვლება, ჩვენ გამოვაქვეყნებთ განახლებულ ვერსიას ამ გვერდზე. ჩვენ შევინახავთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის წინა ვერსიებს ჩვენს დოკუმენტაციის არქივში. გირჩევთ რეგულარულად გადახედოთ ამ გვერდს, რათა ყოველთვის იცოდეთ ჩვენ მიერ მონაცემთა გამოყენების პრინციპების და ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.

11. დაგვიკავშირდით

11.1. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, მოგვწერეთ მისამართზე: 125167, რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი, ლენინგრადის გამზირი, სახლი 39, შენობა 79 ან მიმართეთ მხარდაჭერის სამსახურს. იმისათვის, რომ ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თქვენს მოთხოვნაზე, გამოიყენეთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ შევეცდებით გიპასუხოთ თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

11.2. ჩვენ მიერ თქვენგან მიღებული ნებისმიერი კორესპონდენცია (წერილობითი თუ ელექტრონული მოთხოვნები) კლასიფიცირებულია, როგორც შეზღუდული წვდომის მქონე ინფორმაცია და არ შეიძლება გამჟღავნდეს თქვენი წერილობითი თანხმობის გარეშე. პირადი მონაცემები და თქვენს შესახებ სხვა ინფორმაცია არ შეიძლება იქნას გამოყენებულ თქვენი თანხმობის გარეშე სხვა მიზნით, გარდა მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად და კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11.3. ჩვენი მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის განყოფილების ელფოსტის მისამართია: dpo@corp.my.com.

03.11.2023